მარსელო გალიარდომ ბარსელონას გაწვრთნაზე უარი თქვა
კატალონიურ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" სამწვრთნელო პოსტიდან რონალდ კუმანის გათავისუფლებას აპირებს და მის შემცვლელს ეძებს.
"ბარსას" კუმანის შეცვლის 3 კანდიდატი ჰყავს - ჩავი ერნანდესი, ანდრეა პირლო და რობერტო მარტინესი. Mundo Deportivo-ს ბოლო ცნობებით, მათ სიას "რივერ პლეიტის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მარსელო გალიარდოც შეემატა, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ცნობილი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ცნობით, "ბარსელონა" გალიარდოს უკვე დაუკავშირდა, თუმცა არგენტინელმა სპეციალისტმა გუნდის ჩაბარებაზე უარი თქვა. ეს დაახლოებით 10 დღის წინ მოხდა.
Sport-ის ინფორმაციით, კლუბი რონალდ კუმანს მომდევნო საათებში დაითხოვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]