გვარდიოლა: "მსურს ჩემპიონთა ლიგის ფინალში რაული ვიხილო"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარიდოლამ, "მარკასთან" ინტერვიუში გამოთქვა სურვილი იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "შალკეს" წინააღმდეგ ითამაშოს, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გერმანელთა რიგებში ასპარეზობს მადრიდის "რეალის" ლეგენდა და პეპის მეგობარი–რაული.
"ჩემი ოცნებაა გავიდე ჩემპიონთა ლიგის ფინალში და დავამარცხო "შალკე". საქმე ისაა, რომ გერმანელთა რიგებში მოღვაწეობს რაული. მისი დამარცხებით ყველა მადრიდისტა განაწყენდება. თუმცა გეტყვით, რომ რაული ჩემი დიდი მეგობარია და მისი დამარცხება "რეალის" დამარცხების იმიტაცია იქნება. ძალიან ვწუხვარ, რომ იგი არ არის კატალონიელი, ის უდიდესი ფეხბურთელია". დაასრულა ხოსეპ გვარდიოლამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]