ისე ახლოს, როგორც არასდროს

ისე ახლოს, როგორც არასდროს

სესკ ფაბრეგასი ლონდონში ჩაფრენას უახლოეს დღეებში გეგმავს, რათა საბოლოოდ გაარკვიოს თავისი ტრანსფერის მომავალი.

კატალონიელს ბარსაში თამაშის დიდი სურვილი აქვს, თუმცა სურვილი შედეგს არ ნიშნავს. სწორედ ამაზე გააკეთეს ბარსელონას მესვეურებმა დღეს შემდეგი განცხადება: "ფეხბურთელის სურვილი ყველაფერს არ წყვეტს, მისი მომავალი მის ამჟამინდელ კლუბზეცაა დამოკიდებული. იმედი გვაქვს, რომ სესკი გამონახავს საერთო ენას ხელმძღვანელობასთან და ისინიც არ შეეწინააღმდეგებიან მის ნებას. ბარსას გულშემატკივარს დიდი ხანია მუნდა მისი ხილვა ”ნოუ კამპზე” ბარსას მაისურით.  

ფაბრეგასს კონტრაქტი ლონდონელ მეთოფეებთან ოფიციალურად 2014 წელს უმთავრდება.

წყარო:http://www.marca.com/

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.