რონალდ არაუხოს პრიორიტეტი ბარსელონაში დარჩენაა
"ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი რონალდ არაუხო მხოლოდ კატალონიურ კლუბში დარჩენის ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, არაუხოს ინგლისიდან სერიოზული შემოთავაზებები აქვს, მაგრამ მას კარიერის გაგრძელება მხოლოდ "ბარსაში" უნდა.
იგივე წყარო იტყობინება, რომ რონალდს თავისი პირობები აქვს. ურუგვაელ ცენტრალურ მცველს სურს, რომ ფინანსურად თავი დაფასებულად იგრძნოს. ის ამჟამად "ბარსას" ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. არაუხოს მხოლოდ ის უნდა, რომ ხელფასი მისი პერფორმანსის შესაბამისი იყოს.
არაუხოს გარემოცვას კონტრაქტის გახანგრძლივება რამდენიმე კვირის წინ სურდა, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად მუშაობის გამო მოცდა გახდა საჭირო. 22 წლის ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა კლუბს უკვე აცნობეს, რომ მათი აბსოლუტური პრიორიტეტი დარჩენაა.
არაუხოსთან მოლაპარაკებები, რომელსაც "ბლაუგრანას" ყოფილი სპორტული დირექტორი რამონ პლანესი უძღვებოდა, რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა, კლუბის სხვა უფრო საჩქარო საკითხების გამო გადაიდო. მოლაპარაკებები ბოლო დღეებში განახლდა და იმედია, ამ თვეშივე დასრულდება.
რონალდ არაუხოს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში იწურება. "ბარსელონამ" მალე უნდა იმოქმედოს, რადგან "ჩელსი", "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არიან, ურუგვაელის მოთხოვნებს უყოყმანოდ დათანხმდნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]