დამზადებულია ”ბარსაში”: ხერარდ დეულოფეუ
კლუბის 17 წლის აღზდრილი დღეს პირველად მოხვდა მთავარი გუნდის გაანცხადში. ერთი თვის წინ მას დებიუტი ჰქონდა ”ბარსა ატლეტიკში”. დადგა დრო გიამბოთ ”ლა მასიის” იმედისმომცემ ტალანტზე - ხერარდ დეულოფეუზე.
ახალგაზრდა კანტერანომ საფეხბურთო კარიერა დაახლოებით 10 წლის წინ, ”ლა მასიაში” დაიწყო. ადრეული ასაკიდანვე ჟირონას პროვინციაში დაბადებულ ყმაწვილს ეტყობოდა, რომ ადვილად შეეძლო ბურთთან მოპყრობა. შესანიშნავი ტექნიკის საშუალებით ის ადვილად უმკლავდება მეტოქეს პირისპირ. გასაკვირი არ არის, რომ მას მეტსახელად ”ახალ რონალდიონიოს” ეძახიან.
”ბარსას” საბავშვო გუნდებში ხერარდი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა დროთა განმავლობაში მან მარცხენა ვინგერის პოზიციაზე გადაინაცვლა. ამასთან ერთად მას თამაში შეუძლია მარჯვენა ვინგერის, შემტევი ნახევარმცველის და თავდამსხმელის პოზიციებზეც.
კანტერანოს მთავარ პლიუსად ითვლება ბურთის კარგი კონტროლი და ასევე შესანიშნავი დრიბლინგის საშუალებით მეტოქის მოტყუება. სწორედ ამ თვისებების გამო დეულოფეუს ყურადღება ისეთმა გუნდებმა მიაქციეს, როგორებიცაა ”ლივერპული”, ”ჩელსი” და რა თქმა უნდა ”არსენალი”.
14 წლის ასაკში მისდამი ინტერესი გაიზარდა. ”ლივერპულის” მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა კლუბის სკაუტი, პაკო დე გარსია დაავალდებულა ყველა ღონე ეხმარა და დეულოფეუ მერსასიდულ გუნდში გადაეყვანა. თუმცა ფეხბურთელის აგენტმა, ხინეს კარვახალმა (ის ვიქტორ ვალდესის აგენტიცაა) განაცხადა, რომ ხერარდისთვის პრიორიტეტული ”ბარსელონაში” ასპარეზობაა. ამის შემდეგ ბევრჯერ ეცადნენ ინგლისური კლუბები ფეხბურთელის გადაბირებას, თუმცა ყოველ ჯერზე მათ უარი მიიღეს. თუკი დღეს ვინმეს დეულოფეუს გადაბირება მოუნდება საჭირო იქნება გადაიხადოს მის კონტრაქტში გათვალისწინებული გამოსასყიდი თანხა, რაც 20 მილიონ ევროს შეადგენს.
ამჟამად დეულოფეუ 18 წლამდელთა შორის ”ლა მასიის” მთავარი ვარსკვლავია. ყველა ასაკობრივ გუნდში, რომელიც მან გამოიარა საუკეთესოდ ითვლებოდა. მარტში ხერარდს დებიუტი ”ბარსა ატლეტიკში” ჰქონდა, ხოლო დღეს ხოსეპ გვარდიოლამ 17 წლის ფეხბურთელი ”რეალ სოსიედადთან” გასამართი მატჩის გაანცხადში შეიყვანა. მწვრთნელს არაერთხელ უჩვენებია, თუ როგორ ენდობა კანტერანოებს. ჩვენ კი იმის იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში კანტერანოს დებიუტი ძირითად გუნდში შედგება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]