ცოტა რამ დეულოფეუს შესახებ
ბევრმა თქვენთაგანმა შეიძლება არც კი იცოდეს თუ ვინ არის ხერარდ დეულოფეუ. ის "ბარსელონას" ახალგაზრდული აკადემიის ერთ–ერთი განძია. მართალია, მისი კარიერის დასაწყისი კლუბში ცოტა არ იყოს სირთულეებთან იყო კავშირში, თუმცა ყოველდღიური მზადებისა და მწვრთნელების მონდომებით ის ლეო მესის მიერ განვლილ გზას ადგას.
ის მარცხენა პოზიციაზე თამაშობს, თუმცა თავისი შესაძლებლობების წყალობით მას შეუძლია მოერგოს როგორც დაცვას, ასევე ითამაშოს "ვინგერის" ან მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე. გასულ წლებისგან განსხვავებით, მიმდინარე სეზონში ხერარდს გოლებიც მრავლად გააქვს.
პირველი გუნდის სტრუქტურაში დეულოფეუსს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში თავდამსხმელად, ისევე როგორც მესის. არგენტინელის მსგავსად, ხერარდი განსაკუთრებული ფეხბურთელია.
როგორც სანჩეზ ფრანი (მწვრთნელი) იტყოდა, ხერარდი "ყველასგან განსხვავებულია. დასაწყისში ის ინდივიდუაური თამაშით გამოირჩეოდა, მაგრამ ეხლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ის მომაკვდინბელი იარაღია მეტოქათვის. ის არაპროგოზირებადი მოთამაშეა."
"ბარსელონაში" იციან, რომ დეულოფუს სახით მათ მომავალი ვარსკვლავი ეზრდებათ. მის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს თავად პეპ გვარდიოლა.
ხერარდი ესპანეთის 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრების წევრია.
აქვე გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია ხერარდ დეულოფეუს თამაში სხვადასხვა ასაკში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]