ლასარტე მატჩის შემდეგ

ლასარტე მატჩის შემდეგ

როგორც იცით, გუშინ გაიმართა ლა ლიგის 34–ე ტურის მატჩი, სადაც "რეალ სოსიედადმა" სტუმრად მიიღო "ბარსელონა" და შინ ქულის გარეშე გაუშვა. მატჩის შემდეგ, "სოსიედადის" დამრიგებელმა, მარტინ ლასარტემ კომენტარი გააკეთა, ის ძალიან ბედნიერი იყო მოპოვებული 3 ქულით. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

"ნამდვილად არ იყო ადვილი ისეთი გუნდის დამარცხება, როგორიც "ბარსელონაა". ახლა კი ბრძოლა იგივე თავდადებით უნდა გავაგრძელოთ, რადგან ქულათა მაქსიმალური რაოდენობა მოვიპოვოთ. ამის გასაკეთებლად, აუცილებელია დასახული გეგმა ბოლომდე შევასრულოთ და დავიხარჯოთ ყოველ მატჩში ბოლომდე. რა თქმა უნდა, ამ მატჩის ანგარიში არანაირად არ აისახება ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალზე, სადაც "ბარსელოამ" "კამპ ნოუზე" უნდა მიიღოს მადრიდის "რეალი". დაასრულა მარტინ ლასარტემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.