22 ფეხბურთელი ემზადება ”ესპანიოლთან” გასამართი მატჩისთვის (+ სურათები)
”ბარსა” ემზადება კვირას, ”ესპანიოლთან” გასამართი მატჩისთვის. ”Ciutat Esportiva”-ზე დღეს დილით პირველი გუნდის 20 და ”ბარსა ატლეტიკის” 2 ფეხბურთელი ემზადებოდა.
გუშინდელი ვარჯიშის მსგავსად პუიოლი, ტრავმირებულები მაქსველი და ადრიანო ერთად, განცალკევებით ვარჯიშობდნენ. მათ ფიზმომზადების მწვრთნელი აკვირდებოდა. მილიტო ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ვარჯიშზე არ იმყოფებოდა. ბოიან კრიკიჩმა კვლავ გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ივარჯიშა. პირველი გუნდის 20 ფეხბურთელს ვარჯიშზე დაემატა ”ბარსა ატლეტიკის” ორი ფეხბურთელი, ტიაგო ალკანტარა და მარკ ბარტრა.
გუნდი ხვალ ”ნოუ კამპზე”, ადგილობრივი დროთ 11-30 საათზე უკანასკნელად ივარჯიშებს ”ესპანიოლთან” მატჩამდე.
”ბარსელონას” ვარჯიშს დაესწრო ჯოვანი ვან ბრონჰოსტი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]