ბაიერნი ლევანდოვსკიში 60 მილიონს ითხოვს
რობერტ ლევანდოვსკის საგა გრძელდება - "ბარსელონა" ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს, მაგრამ "ბაიერნი" ფეხბურთელს მარტივად არ გაუშვებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გერმანელებმა პოზიცია შეიცვალეს და მზად არიან, პოლონელი თავდამსხმელი გაყიდონ, მაგრამ ისინი 60 მილიონ ევროს ითხოვენ.
როგორც ცნობილია, "ლურჯ-ბროწეულისფერები" 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბაიერნს" 40 მილიონს სთავაზობენ, თუმცა, შესაძლოა, მხარეები 50 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ.
Sky Sport-ის თანახმად, ლევანდოვსკის "ბარსელონაში" ტრანსფერი ახლა უფრო რეალურია, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ იყო, მაგრამ კლუბები სატრანსფერო ფასის თაობაზე კომპრომისზე უნდა წავიდნენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 25 ]