ბარსამ ტუხელი გააღიზიანა: არ ვარ დარწმუნებული, რომ მინდა, ასპის ის მივცე, რაც მას სურს
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი აპირებს, "ბარსელონას" სესარ ასპილიკუეტას ტრანსფერში ხელი შეუშალოს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, თუ ჟიულ კუნდე "ჩელსიში" გადავიდოდა, ლონდონური კლუბი ასპილიკუეტას "ბარსელონას" მარტივად დაუთმობდა, მაგრამ გერმანელი მწვრთნელის კომენტარიდან ირკვევა, რომ ის გუნდის კაპიტანს იოლად ვერ შეელევა იმის მიუხედავად, რომ თავად ფეხბურთელს "ბარსელონაში" თამაში სურს.
არ ვარ დარწმუნებული, რომ მინდა, ასპილიკუეტას ის მივცე, რაც მას სურს.
ჩვენ გვყავს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც ჩვენი კაპიტანია, მაგრამ "ბარსელონა" მას ამ დონეზე არ აფასებს. ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, რომ მინდა, ასპის ის მივცე, რაც მას უნდა.
შესაძლოა, "ბარსაზე" ცოტათი გაღიზიანებული ვარ. მე "ჩელსისთვის" საუკეთესოს ვაკეთებ. ეს ასპილიკუეტას ვუთხარი, მას ეს არ მოეწონა, მაგრამ გამიგო. მისთვის ეს ყველაფერი მარტივი არაა.
- ციტირებს ტუხელის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
როგორც ჩანს, "ჩელსი" აპირებს, გუნდში უკმაყოფილო კაპიტანი ჰყავდეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]