ანტუან გრიზმანით ორი ევროპული გრანდი დაინტერესდა
ანტურან გრიზმანის მომავალი ისევ გაურკვეველია. "ბარსელონა" და "ატელტიკო" ვერ თანხმდებიან და არავინ იცის, სად იქნება ფრანგი ვარსკვლავი 2023 წლის ზაფხულში.
გრიზმანი "ბარსელონადან" "ატლეტიკოში" 2 წლითაა განათხოვრებული. კლუბებს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით თუ გრიზმანი მადრიდული გუნდის თამაშების ნახევარზე მეტში მიიღებს მონაწილეობას, "როხიბლანკოს" მისი 2023 წელს 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება ექნება. დედაქალაქელები ყველანაირად ცდილობენ, ეს პუნქტი არ გააქტიურდეს, რითაც თავადაც ზარალდებიან, ფეხბურთელიც, "ბარსელონაც" და საფრანგეთის ნაკრებიც.
ბოლო კვირებში გავრცელებული ცნობებით კლუბები ახალ ფასზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ შეთანხმება ჯერ კიდევ არ არსებობს.
სიტუაცია, შესაძლოა, სხვა გუნდების მხრიდან წამოსულმა დაინტერესებებმა შეცვალოს. იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ცნობით "იუვენტუსი", ხოლო The Sun-ის ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედი" 31 წლის შემტევის დამატებით არიან დაინტერესებულნი. თუ "ბარსა" ამ ორი კლუბიდან რომელიმესთან სარფიანად მოლაპარაკებას მოახერხებს, კატალონიელებს, შესაძლოა, "ატლეტიკოსთან" შეთანხმება აღარც დასჭირდეთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]