ბარსელონას მატეუს ფერნანდესისთვის €8.5 მილიონის გადახდა დაეკისრა
Cadena Ser-ის ჟურნალისტების, სანტი ოვალიესა და სიკე როდრიგესის ინფორმაციით, "ბარსელონას" სასამართლომ მატეუს ფერნანდესისთვის €8.5 მილიონის გადახდა დააკისრა.
"ბლაუგრანამ" 2021 წლის ზაფხულში ბრაზილიელ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტა, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში იჩივლა და კლუბისგან კომპენსაციის სახით თანხის გადახდა მოითხოვა. სასამართლომ ფერნანდესის საჩივარი დააკმაყოფილა და ხელშეკრულების გაწყვეტა უსამართლოდ მიიჩნია.
"ბარსელონამ" 24 წლის ფეხბურთელი 2020 წელს "პალმეირასიდან" €10.5 მილიონად იყიდა, ანუ კლუბს მისი ტრანსფერი ჯამში €19 მილიონი დაუჯდება. ფერნანდესმა "ბარსელონას" მაისურით მხოლოდ 17 წუთი ითამაშა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]