ბარსელონას ჯოვანი ლო სელსო მოსწონს
ჯოვანი ლო სელსო "ბარსელონაში" არა მხოლოდ ჩავი ერნანდესს, არამედ სპორტული სექტორის არაერთ წევრს მოსწონს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსაში" სჯერათ, რომ "ტოტენჰემთან" შეთანხმების მიღწევა დიდი პრობლემა არ იქნება. არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება მაღალი არაა და თანაც, "სპურსს" კლემან ლანგლეს შენარჩუნება სურს - შესაბამისად, კლუბებმა, შესაძლოა, საერთო ენა გამონახონ. "ბლაუგრანა" იჯარის ვარიანტზეც ფიქრობს.
ლო სელსოს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს - მან გასული სეზონი "ვილიარეალში" გაატარა, 2018/19 წლებში კი " ბეტისში" ირიცხებოდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]