როსელი: "კლუბის ინტერესებში შესაძლო ტრანსფერებზე საუბარი არ შედის"

როსელი: "კლუბის ინტერესებში შესაძლო ტრანსფერებზე საუბარი არ შედის"

 

დღეს, კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი, სანდრო როსელი ჟურნალისტებს გაესაუბრა, სადაც "ბარსასთვის" აქტუალურ თემებზე ისაუბრა...

 

"დიდი პატივია იყო ასეთი კლუბის პრეზიდენტი. განსაკუთრებით ახლა, იმის შემდეგ, რაც კლუბმა მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტულის მოპოვება მოახერხა", – განაცხადა როსელმა მან შეკითხვას, თუ რა დაამახსოვრდა ყველაზე მეტად განვლილი სეზონიდან, ასეთი პასუხი გასცა: "პირველი "ელ კლასიკო", რომელიც "ბარსამ" ანგარიშით, 5–0 მოიგო; გამარჯვება "უემბლიზე", რადგანაც ეს ჩვენი მეოთხე ევროპული ტიტული გახლავთ და ერიკ აბიდალი, რომელმაც იმ რთული პერიოდის შემდეგ, "ნოუ კამპზე" ბურთის გაგორება მოახერხა." როგორც ხედავთ, ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილისგან განსხვავებით, "ბარსას" პრეზიდენტს 29 ნოემბრის გახსენება არ გასჭირვებია ... როსელის განცხადებით, ყველაზე რთული გადაწყვეტილება იბრაჰიმოვიჩის გაყიდვა გახლდათ: "ეს საკითხი ძალიან რთულად გადასაწყვეტი იყო, თუმცა ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ჩვენ კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ."

 

ჟურნალისტებს ყველაზე მეტად სატრანსფერო საკითხები აღელვებდათ, თუმცა როსელი საუბრის უმეტესი დროის ამ საკითხებზე დათმობას არ აპირებდა: "ჩვენ ინტერესებში ნამდვილად არ შედის ის, რომ მომავალ ტრანსფერებზე ვისაუბროთ ... ვის არ უნდა "ბარსაში" გადმოსვლა? ჩემი აზრით, ასეთ ფეხბურთელთა შორის ცესკ ფაბრეგასიცაა. შარშან ლონდონურ კლუბს ჩვენ მასში 40 მილიონი ევრო შევთავაზეთ. ახლა კი ვფიქრობ, რომ მისი ფასი დაეცა და 40 მილიონ ევროს ნამდვილად აღარ შეადგენს."

 

ჭორები, ჭორები და ჭორები! ვის აღარ შეეხო ეს აუტანელი ჭორები. მათ იმდენი ქნეს, რომ "ლა მასიას" ფეხბურთელებამდეც მიაღწიეს და ისინიც კი მოაქციეს თავიანთ მარწუხებში, თუმცა როსელი აცხადებს: "ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები მხოლოდ იჯარის წესით იქნებიან განათხოვრებულები."


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.