ჩავი ერნანდესი ჟირონასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი ჟირონასთან მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა "ჟირონასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

"ჟირონა" ერთ-ერთი ლიდერია, ბევრისთვის გასაკვირად მაგრამ არა ჩვენთვის. მიჩელი დიდი მწვრთნელია, რომელიც ჩვენნაირად აზროვნებს, ბურთის ფლობის მხრივ. "ჟირონა" თამაშის ბევრ ასპექტში დომინირებს.

ჩვენ ტერ შტეგენის შემცვლელს არ გავიფორმებთ. ჩვენს მოთამაშეებს ვენდობით. ინიაკი პენიამ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა.

პაბლო ტორე ჩვენ წინააღმდეგ არ თამაშობს, ვფიქრობ ეს ნორმალურია. ჩვენმა მოთამაშეებმა ჩვენ წინააღმდეგ არ უნდა ითამაშონ. ჟოაუ ფელიშმა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ითამაშა და ვნახეთ, თუ როგორ დასრულდა ეს.

პაუ კუბრასი ძალიან მაღალ დონეზე ვარჯიშობს. თუ ის ხვალ დაგვჭირდება, ითამაშებს.

იმედია კანსელუსაც და ფელიშსაც შევინარჩუნებთ წლების განმავლობაში. ამ სეზონში ისინი ძალიან მნიშვნელოვანები არიან ჩვენთვის.

ორიოლ რომეუ ბოლო დროს ნაკლებად თამაშობს, მაგრამ სეზონი ძალიან გრძელია და საბოლოოდ, მას კიდევ ექნება შანსი.

ინიაკი პენია გასახდელ ოთახში ყველასთვის სამაგალითო იყო. ის წარმოუდგენელ დონეზე ვარჯიშობს და ეს არის დამოკიდებულება, რომელიც მინდა ყველა მოთამაშეს ჰქონდეს.

ალეიშ გარსია შესანიშნავი მოთამაშეა. მან თქვა, რომ მას "ბარსაში" თამაში სურს და მე მესმის ეს. ვინ არ მოისურვებს ისეთ კლუბში თამაშს, როგორიც "ბარსაა".

ერიკ გარსია ხვალ ჩვენ წინააღმდეგ ითამაშებს, რადგან მისი გადასვლის საკითხი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო მომენტში გადაწყდა და ჩვენ არ გვქონდა დრო, რათა გარიგებაში ეს პუნქტი ჩაგვენიშნა. მას ბრწყინვალე სეზონი აქვს და მის გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ "ბარსაში" და "ჟირონაში" თამაში ერთმანეთისგან განსხვავდება.

გიუნდოგანი არის მოთამაშე, რომელსაც კარის წინ დაფინიშება კარგად შეუძლია, მაგრამ მირჩევნია ის სიღრმიდან ვათამაშო, რათა კონსტრუქციასა და ზურგიდან თამაშს დაეხმაროს.

 - განაცხადა ჩავიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 დეკემბერი 2023 21:30
    1
    ციტატა: La Pulga10
    გუნდოგანი შეიძლება დე ბრუინზე უფრო მნიშვნელოვანიც კი იყო სიტიში და ვაფშეტა დე ბრუინზე უკეთესიც კი იყო, უბრალოდ ის უფრო ჩანდა. რთულია როცა სტრუქტურულად გამართული გუნდიდან ესეთ დომხალში მოდიხარ,მაგრამ გადაეწყობა იმედია. უკვე მომატებული აქვს აშკარად. ნახ.დაცვის სამეული თუ შეთამაშდა აი მერე ნახონ მეტოქეებმა.

    სხვადასხვა საქმე ჰქონდა ორივეს. გიუნდოგანი უფრო სიღრმიდან თამაშობდა თუმცა კევინის ტრავმისას მისი როლი იდეალურად შეითავსა. მოკლედ დიდი ფეხბურთელია ილქაი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 დეკემბერი 2023 15:15
    0
    კარგია რო პაბლო ტორე არ თამაშობს, გუშინწინ თასზე პირველი გოლი მაგან გაიტანა. მაგარ ფორმაშია.
    ფანი [?]
    #3 10 დეკემბერი 2023 00:18
    1
    სწორი მიდგომა, სწორი შემადგენლობა და 4:1 ატვეჩაი ვარ😉
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 დეკემბერი 2023 23:25
    4
    "გიუნდოგანი არის მოთამაშე, რომელსაც კარის წინ დაფინიშება კარგად შეუძლია, მაგრამ მირჩევნია ის სიღრმიდან ვათამაშო, რათა კონსტრუქციასა და ზურგიდან თამაშს დაეხმაროს."
    პედრიზე უკეთ რომ შეუძლია დაფინიშება გუნდოგანს მაგას ბრმაც მიხვდება, ლევანდოვსკი ზამთრის ძილშია წასული და ახლა უნდა დახიო გუნდოგანი უკან?! და პედრი აწიო?! რა ლოგიკით? კი პედრი დაცვაში სუსტია მარა აშკარად შესრულება უფრო გვიჭირს დაცვაზე მეტად. სეზონის სტარტზე ერთმანეთს რომ უშლიდნენ ხელს ხან ერთი იკარგებოდა და ხან მეორე, მაგრამ გატანა ასე არ გვიჭირდა, ლევანდოვსკიც უფრო სასარგებლო იყო ეგრე.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 დეკემბერი 2023 23:07
    6
    გუნდოგანი შეიძლება დე ბრუინზე უფრო მნიშვნელოვანიც კი იყო სიტიში და ვაფშეტა დე ბრუინზე უკეთესიც კი იყო, უბრალოდ ის უფრო ჩანდა. რთულია როცა სტრუქტურულად გამართული გუნდიდან ესეთ დომხალში მოდიხარ,მაგრამ გადაეწყობა იმედია. უკვე მომატებული აქვს აშკარად. ნახ.დაცვის სამეული თუ შეთამაშდა აი მერე ნახონ მეტოქეებმა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid