რონალდ არაუხოს ინგლისში იწვევენ

რონალდ არაუხოს ინგლისში იწვევენ

"ბარსელონას" ცენტრალურ მცველს რონალდ არაუხოს ინგლისდან რამდენიმე შეთავაზება აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ მადრიდული El Chiringuito ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არაუხო პრემიერ ლიგის 3 კლუბის ყურადღებას იქცევს. საქმე "მანჩესტერ იუნაიტედს", "მანჩესტერ სიტისა" და "ნიუკასლს" ეხებათ.

იგივე წყარო იტყობინება, რომ 25 წლის უკანახაზელს შეთავაზება ხსენებულმა სამივე კლუბმა უკვე გაუკეთა. "წითელი ეშმაკები" არაუხოს გადასაბირებლად მზად არიან, ფეხბურთელს ხელფასი გაუორმაგონ. ურუგვაელი გადაწყვეტილებას კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსა" მზადაა, არაუხო გაყიდოს და მის სანაცვლოდ დაახლოებით 90-100 მილიონ ევროს ითხოვს.

არაუხოს მომავალი "ბლაუგრანაში" ბუნდოვანია. რონალდმა, შესაძლოა, კონტრაქტი არ გააძანგრძლივოს და კატალონიური კლუბი დატოვოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 ივლისი 2024 19:40
    0
    მანჩესტერს აღარ უნდა, დე ლიხტზე გადაერთნენ.
    Culé [?]
    #5 1 ივლისი 2024 04:28
    0
    City truxaa. Guardiola iset mcvels ar gaikarebs romelmac aricia burttan mopyroba,pasi. Tan poziciur tamashshic moikochlebs,kai vardnebi ar nishnavs magar mcvelibas,eg nishnavs ro xshirad kargav pozicias da idzulebuli xar vardnaze waxvide. Dalshe manchem mo*vas 100+ milioni da waiyvanon,dzaan aatamasha aman erti adgili.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 30 ივნისი 2024 21:21
    0
    არ უნდა მგონი ამას გუნდში დარჩენა.. ძალიან კი დამწყდება გული, მაგრამ თუ წასვლაა ძვირად მაინც გაუშვან.
    ფანი [?]
    #3 30 ივნისი 2024 18:10
    0
    არა ბიჭო არ გაუშვათ რასიძახით გაყიდეთ ეგერ ტორესი რაფინია ლევანდოვსკი რამდენი უსაქმურია რაღა მაინცდამაინც არაუხოს მიადექით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 ივნისი 2024 18:04
    1
    100-120 მილიონზე ნაკლებად არ უნდა გაუშვან. ამასაც მართლა თუ უნდა წავსვლა მაშინ. არადა მომავალ კაპიტნად ვთვლიდი. ვნახოთ, იმედია დარჩება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #1 30 ივნისი 2024 17:53
    3
    100 მილიონზე მეტი დაიდოს და კი ბატონო, სხვა შემთხვევაში არვიცი. ( ეგეც კიდე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, თორე ამის გაყიდვა როგორ შეიძლება)