სპეციალური სავარჯიშო გეგმა ანსუ ფატისთვის
"ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევი ანსუ ფატი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ წინასასეზონო მზადებაზე გუნდის ახალ მწვრთნელს ჰანსი ფლიკს საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცოს და მისი ნდობა მოიპოვოს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფლიკმა ფატისთვის სპეციალური სავარჯიშო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 21 წლის ესპანელს საუკეთესო ფორმის აღდგენაში დაეხმარება.
კატალონიური წყარო იტყობინება, რომ "ბარსას" ახალი ფიტნეს მწვრთნელი პეპე კონდე ანსუს ყურადღებით დააკვირდება და ის ფეხბურთელის ფიზიკური ფორმის აღდგენაზე პასუხისმგებელი იქნება. კონდე "ბლაუგრანას" ახალი სამწვრთნელო შტაბის გამოცდილი წევრია, რომელსაც აქამდე "სევილიაში", "რეალ მადრიდსა" და ესპანეთის ნაკრებში უმუშავია.
ანსუ ფატიმ გასული სეზონი იჯარით "ბრაიტონში" გაატარა, სადაც პროგრესში ხელი ისევ ტრავმამ შეუშალა. მან მონაწილეობა 27 მატჩში მიიღო, რომელშიც 4 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]