ტიაგო სილვა: ბარსელონაში თამაშზე ვოცნებობდი
ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ტიაგო სილვა აღიარებს, რომ მას ერთი აუხდენელი ოცნება დარჩა და ეს "ბარსელონაში" თამაშია.
"ბარსელონაში" თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. პსჟ-ში გადასვლამდე "ბარსა" ჩემით დაინტერესებული იყო. გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, რადგან "მილანთან" კონტრაქტი ახალი გახანგრძლივებული მქონდა, თუმცა ამ შესაძლებლობას სერიოზულად განვიხილავდი. იქ თამაში ყოველთვის მინდოდა.
- ციტირებს სილვას სიტყვებს CARRE.
ტიაგო სილვას ევროპაში "მილანში", "პარი სენ-ჟერმენსა" და "ჩელსიში" უთამაშია, ახლა კი ის მშობლიურ "ფლუმინენსეში" ირიცხება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]