ბარსელონას ალეხანდრო გრიმალდოს დაბრუნება სურს

ბარსელონას ალეხანდრო გრიმალდოს დაბრუნება სურს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბარსელონა" მარცხენა მცველის პოზიციაზე ალეხანდრო ბალდესთვის კონკურენტის მოყვანის იდეას განიხილავს და კანდიდატად მისი სეხნია, ალეხანდრო გრიმალდოა შერჩეული.

გრიმალდო "ბარსას" სკოლის აღზრდილია. მან "ბლაუგრანა" 2015 წელს 20 წლის ასაკში დატოვა და "ბენფიკას" მიაშურა, 2023 წლიდან კი გერმანულ "ლევერკუზენში" თამაშობს.

გრიმალდოს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის ზაფხულში მისი ფასი დაეცემა.

მატეო მორეტოს ცნობით 30 წლის ესპანელის დამატების სურვილს მიუნხენის "ბაიერნიც" გამოთქვამს, მაგრამ როგორც "ლევერკუზენს", ასევე თავად ფეხბურთელს "ბარსელონაში" ტრანსფერი ურჩევნია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 22 ნოემბერი 2025 06:29
    0
    ბალდე მარტინი და ჟოფრე გვყვავს მანდ, ასაკიან სკამის ფეხბურთელში ფულის გადახდა არ ღირს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 21 ნოემბერი 2025 23:04
    0
    ორი წლის წინ ლევერკუზენში რო წავიდა მაშინ გეყიდათ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 20 ნოემბერი 2025 17:50
    0
    ცუდი იყო ბარსაში ალბათ არ გახსოვთ ბალდეს დონეც კი არ იყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 ნოემბერი 2025 16:30
    6
    მარტო ეგ? კუკურელია, მინგესა მშვენიერ დონეს დებენ. რო უშვებდნენ ვერ მოიფიქრეს დაბრუნების გზები? თამაში არ ტარდება ლა ლიგაში მინიმუმ 1-2 ბარსელონელი არ შეგვხვდეს. სანდრო, ეზ აბდე, და რავიცი ქვეყანა. ესე რო გვიჭირს და 2-5 მილიონებად რო ვუშვებთ მომავალზე არ გვინდა ფიქრი.
    [?]
    #4 20 ნოემბერი 2025 15:08
    3
    იდეაში გუნდს ჯარიმისტა ეყოლება ძლივს, მარა აქ რო გადმოვიდეს მაშინ დაავიწყდება დარტყმა. ისე არაა ცუდი ბიჭი, კარგი შემტევი მცველია. პროსტა ბებერია. 2016-17 ში როგორ მიქარეს ეს რო გაუშვეს და დინი იყიდეს. არადა ლუის ენრიკემ პრესეზონზე წაიყვანა და კარგი იყო იქ. ეს უფასოდ გაუშვეს, კუკურელია 6 მილიონად. ზატო დინში ფირპოში და სიკოებში იხადეს ფულები. არადა ეს დარჩენილიყო ალბას მალე ამოაგდებდა და დღემდე ძირითადის კაცი იქნებოდა
    ფანი [?]
    #3 20 ნოემბერი 2025 14:31
    3
    ერთი ხუთი წელი მოიცადეთ, რა გეეჩქარებათ ჯერ😃
    წევრი [?]
    #2 20 ნოემბერი 2025 14:31
    0
    გრიმალდო თუ დაბრუნდა ბარსაში გამოდის ხერარდ მარტინი წავა
    ფანი [?]
    #1 20 ნოემბერი 2025 10:56
    0
    ეს ზამთარში ხო?