ახლა ”მილანზე” ფიქრის დროა

ახლა ”მილანზე” ფიქრის დროა


”ბარსამ” დღეს დილით ვარჯიში ”მილანზე” ფიქრით დაიწყო. სამშაბათს კატალონიელები იტალიელებს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მასპინძლობენ. სესიაზე ”ბარსა ბ”-ს 4 ფეხბურთელი იმყოფებოდა.

”რეალ სოსიედადთან” 2-2 თამაშის შემდეგ ”ბარსამ” დღეს დილით აღდგენითი ვარჯიში ჩაატარა. იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც გუშინ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მსუბუქად ივარჯიშეს. ორიოლ როსელი, ლობატო, გუსტავო და მასიპი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ. ყველა ეს ფეხბურთელი ეუსებიოს ხვალ გასამართ მატჩში გამოძახებული ყავს. ახალგაზრდა კატალონიელების მეტოქე ”დეპორტივო” იქნება.

მილოცვა აბიდალს

ვარჯიში მოედნის ცენტში შეკრებით დაიწყო. ფეხბურთელებმა შანსი გამოიყენეს და ერიკ აბიდალს დაბადების დღე მიულოცეს. ფრანგი 32 წლის გახდა. სესიაზე ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის ბურთებით ვარჯიშობდნენ.

”ბარსა” მომავალ ვარჯიშს ხვალ, ადგილობრივი დროით 19:15 საათზე ”ნოუ კამპზე” გამართავს. სესიის წინ ერთ-ერთი ფეხბურთელი პეპ გვარდიოლასთან ერთად მატჩისწინა პრეს-კონფერენციას გამართავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.