გვარდიოლა: ”ტიტულების მოგების პირობა არასდროს მომიცია”

გვარდიოლა: ”ტიტულების მოგების პირობა არასდროს მომიცია”


პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ”ბარსელონას” შეუძლია შარშანდელი მიღწევების განმეორება და ისიც შესაძლებელია, რომ გუნდი უტიტულოდ დარჩეს.

მე არასდროს მითქვამს, რომ ყველა ტურნირზე გავიმარჯვებდით” - ამბობს კატალონიელთა მწვრთნელი. ”თუ ამ სეზონში ვერაფერს მოვიგებთ ისეთივე ლოგიკური იქნება, როგორც წარმატებული გზის გაგრძელება და ტიტულების მოგება”.

ყველაფერი, რისი გარანტიის მოცემაც შემიძლია არის ის, რომ ”ბარსელონა” როგორც მინიმუმ არ მოუკლებს თამაშს. ტრავმების ეპიდემია? გასულ სეზონში ხშირად არ გვქონდა კრკიჩის და ჟეფრენის იმედი ტრავმების გამო, ახლა ასეთ სიტუაციაში ინიესტა და ალექსის სანჩესი არიან. არაფერი შეცვლილა” - დაასრულა მწვრთნელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.