ანჩელოტი: „რეალს“ „ბარსელონასთან“ მატჩში მცირე უპირატესობა ექნება“

ანჩელოტი: „რეალს“ „ბარსელონასთან“ მატჩში მცირე უპირატესობა ექნება“

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, "ბარსელონასთან" მატჩამდე განაცხადა, რომ მისი გუნდი ფრეზე არ ფიქრობს.

"ელ კლასიკო" ყოველთვის მნიშვნელოვანი მატჩია და იზრდება ზეწოლა როგორც ჩვენთვის, ასევე "ბარსასთვის". ჩვენ გვინდა ვითამაშოთ ისეთი ფეხბურთი, რომელიც ჩვენი საუკეთესო თამაშის ხარისხს წარმოაჩენს."

"ჩვენ არ ვფიქრობთ ფრეზე, რადგან გვაქვს მცირე უპირატესობა, როდესაც ვთამაშობთ სახლში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ."

"რაც შეეხება შემადგენლობას, ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან. იყო მცირე პრობლემები ისკოსთან დაკავშირებით, რომელიც გრიპით მოვიდა, მაგრამ ვარჯიშზე ის მოგვიანებით დაბრუნდა. საერთო ჯამში, გუნდი მატჩისთვის მზადაა." - განაცხადა ანჩელოტიმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 64 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.