პედრო: „განადგურებულები ვართ“

პედრო: „განადგურებულები ვართ“

"ბარსელონას" თავდამსხმელი პედრო როდრიგესი "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ კლუბის ოფიციალური არხის, Barça TV-ის გადაცემა El Marcador-ს ესაუბრა. ესპანელმა აღიარა, რომ პირველ გუნდს რთული პერიოდი უდგას. ლაფიტას მიერ დამატებით დროში გატანილმა გოლმა "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ჩემპიონობის შანსები თითქმის მთლიანად მოუსპო. პედროს თქმით, გუნდისთვის ეს ერიოზული დარტყმაა. "ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ სიზუსტე გვაკლდა." - განაცხადა პედრომ თამაშის შესახებ.

თავდამსხმელმა აღიარა, რომ ეს სეზონი იყო "ძალიან რთული" სხვადასხვა არასპორტული პრობლემების გამო, რომლებიც კლუბს უკავშირდებოდა. მას მიაჩნია, რომ გუნდს არ შეუძლია "იყოს ბედნიერი", თუ ფეხბურთელები ტიტულისთვის ბოლომდე ვერ იბრძოლებენ. "მირჩევნია მოვიგო, ვიდრე 50 გოლი გავიტანო. ყოველთვის ვცდილობ მოედანზე გასვლას და თავდაუზოგავად შრომას." - აცხადებს როდრიგესი.

უახლოეს მომავალზე საუბრისას, თავდამსხმელმა თქვა, რომ "მსურს ლა ლიგის დასრულება და მომავალ სეზონზე ფიქრი. მიმაჩნია, რომ ჩვენ გვყვავს დიდებული შემადგენლობა, გუნდი იმისათვის, რომ დიდ წარმატებას მივაღწიოთ."

"ბარსას" მე-7 ნომერი ასევე შეეხო ტიტო ვილანოვას გარდაცვლებას: "ეს კვირა იყო ძალიან რთული, განსაკუთრებით ფსიქოლოგიურად. ტიტო იყო ადამიანი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარდა, წარმოუდგენელი პიროვნება: ნამდვილად პატვცემული, ერთგული, პირდაპირი, გულწრფელი. ყველას უყვარდა ისეთი, როგორიც ის იყო. ჩვენთვის ეს ძალიან რთული იყო."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 45 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.