ნოლიტომ "ბარსელონაზე" ისაუბრა
ესპანური "სელტას" 27 წლის თავდამსხმელმა, ნოლიტომ, მისი ყოფილი კლუბი, "ბარსელონა" გაიხსენა. იტყობინება, Football Espana.
"მე ამჟამად "სელტას" ფეხბურთელი ვარ, მაგრამ თუ ოდესმე "ბარსელონა" დამიძახებს, როგორ შემიძლია მე მას უარი ვუთხრა?" - ამბობს, ფეხბურთელი.
"თუმცა, მე არ ვიცი რას ფიქრობს ჩემზე ჩემი კლუბის ხელმძღვანელობა. არ ვფიქრობ, რომ კვირის მატჩი უკანასკნელი იქნება ჩემთვის "ბალადოსზე". მე კონტრაქტის მიხედვით კიდევ 3 წელი მრჩება, მე არ ვფიქრობ "სელტას" დატოვებაზე, ჩემი ოჯახი ბედნიერია ვიგოში." - დაასრულა, ნოლიტომ.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელი "ბარსელონას" რიგებში 2008-2011 წლებში ირიცხებოდა. "ბარსელონა ბ"-ს მაისური ნოლიტომ 106-ჯერ მოირგო და მეტოქის კარი 29-ჯერ დალაშქრა. ნოლიტომ ასევე 5 მატჩი ჩაატარა პირველ გუნდში გვარდიოლას ეპოქაში და თავიც გამოიჩინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 28 ]