ვალდესი თანაგუნდელებს დაემშვიდობა
12 მაისს, ვიქტორ ვალდესი "ბარსელონას" ბაზაზე იმყოფებოდა. 32 წლის მეკარემ საკუთარი ნივთები მოაგროვა, რის შემდეგაც "ბარსელონას" ფეხბურთელებსა და სხვა წარმომადგენლებს დაემშვიდობა.
ვალდესს "ბარსელონასთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. მძიმე ტრავმის გამო, ის გუნდის დახმარებას ვერ ახერხებს.
გუშინ, ვალდესი კლუბის ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც თანაგუნდელები მოინახულა და მათ დაემშვიდობა. ვალდესი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მკურნალობის დასკვნით ეტაპს გაივლის, შემდეგ კი, დიდი ალბათობით, "მონაკოს" შეუერთდება.
ვიქტორ ვალდესს მთელი პროფესიონალური კარიერა "ბარსელონაში" აქვს გატარებული. 2002-2014 წლებში, მან გუნდის ღირსება 535-ჯერ დაიცვა და 21 ტიტული მოიგო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 51 ]