"ბარსელონას", გულშემატკივართა სიმღერის გამო, სანქციები ემუქრება
ესპანეთის ჩემპიონატში ძალადობის ფაქტების აღკვეთის კომიტეტი "ბარსელონასა" და "ლევანტეს" შორის გამართული მატჩის დროს კატალონიური გუნდის გულშემატკივართა ქცევას იკვლევს.
23-ე ტურში მოგებული თამაშის (5:0) დროს, "კამპ ნოუზე" შეკრებილი გულშემატკივრები შემდეგ ტექსტსს სკანდირებდნენ: "ის მთვრალია, კრიშტიანუ მთვრალია."
"ბარსელონას" გულშემატკივრები ასე გამოეხმაურნენ რონალდუს მიერ "ატლეტიკოსთან" 0:4 განადგურების შემდეგ წვეულების გამართვას. საინტერესოა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ფრაზა "კრიშტიანუ მთვრალია" შეურაცხმყოფელად მიიჩნიეს, რის გამოც "ბარსელონას" სანქციები ემუქრება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 52 ]