ბარტრა: "სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ"

ბარტრა: "სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ"

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ესპანელმა მცველმა, მარკ ბარტრამ ლა ლიგის XXIII ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ლუის ენრიკეს როტაციების პრინციპს გუნდისთვის სარგებელი ყოველთვის მოაქვს. შეგახსენებთ, რომ ბარტრამ "ლევანტესთან" შეუცვლელად ითამაშა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

"ეს დიდებული გამარჯვებაა - რაც ჩვენი დაუღალავი ვარჯიშის დამსახურებაა. ჩვენ ვგრძნობთ, რომ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ვართ. "ბარსელონაში" ყველა ფეხბურთელს საკუთარი როლი აქვს იმაში, რომ კლუბი ფორმაშია. მე ყოველთვის მზად ვარ მოედანზე გასასვლელად, როდესაც მწვრთნელს დავჭირდები. მე მზად უნდა ვიყო ნებისმიერ დროს, რათა გუნდს დავეხმარო." - განაცხადა, ბარტრამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.