პიკე: "სითი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბთა ხუთეულში შედის"
დღეს, "ბარსელონას" ესპანელმა მცველმა ხერარდ პიკემ წინა სამატჩო პრესკონფერენცია გამართა. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ სითი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბების ხუთეულში შედის .
პიკემ "მალაგასთან" მარცხით გამოწვეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: "შესანიშნავია როდესაც გუნდს ოთხ დღეში ორი შეხვედრის ჩატარება უწევს, ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს საკუთარ თავს რაღაც-რაღაცები დაუმტკიცოთ", ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნაილსტებს განუცხადა, რომ გუნდმა მარცხი უნდა დაივიწყოს და ახლა მხოლოდ სამშაბათს ჩასატარებელ შეხვედრაზე მოახდინოს კონცენტრაცია.
"კამპ ნოუზე" წაგებული თამაშის დავიწყება შეუძლებელია, თუმცა "ეტიჰადზე" თამაშის შანსი უნდა გამოვიყენოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ რათა, განმეორებითი შეხვედრისთვის მშვიდად ვიყოთ."
"სითი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბების ხუთეულში შედის, ჩემპიონთა ლიგა კი უდავოდ ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული შეჯიბრია. შემდეგ ეტაპზე გადასვლა კი ჩვენი მთავარი მიზანია."
ხერარდ პიკემ გასული სეზონის შეხვედრაც გაიხსენა: "ვფიქრობ, ხვალინდელი მატჩი გასული სეზონის შეხვედრის მსგავსი იქნება, რადგან ერთმანეთს უპირისპირდება ორი გუნდი, რომლის მთავარი მიზანი ბურთის კონტროლია. შარშან, დემიჩელისის მოედნიდან გაძევებამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა, ამის გარეშე მოგება გაგვიძნელდებოდა" - აღიარა ესპანელმა მცველმა.
"ჩვენ თამაშს სრული სერიოზულობით უნდა მივუდგეთ, დაცვაში კარგად თამაში აუცილებელია, ასევე აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ შემტევი ხაზის უპირატესობები."
"მალაგასთან" მარცხის შემდეგ, პრესაში გვაერცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ფეხბურთელები ლუის ენრიკეთი უკმაყოფილოები არიან და თავს ბედნიერად არ გრძნობენ. ფეხბურთელმა ამ გარემოებაზეც ისაუბრა.
"გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. გუნდი ლუის ენრიკეს გვერდში უდგას, არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს" - განმარტა პიკემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 25 ]