სუარესის "ბილბაოსთან" თამაში გამოირიცხა

სუარესის "ბილბაოსთან" თამაში გამოირიცხა

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ "ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი "ბილბაოსთან" ესპანეთის თასზე ხვალ გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის მიზეზი დისკვალიფიკაციაა.

სამეფო თასის 1/8-ფინალში "ესპანიოლთან" გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, არბიტრმა ოქმში ჩაწერა, რომ მატჩის დასრულებისას სუარესმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო, ურუგვაელს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რომელთაგან ერთი მან უკვე მოიხადა.

"ბარსელონამ" დისკვალიფიკაცია სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრა, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ, კატალონიელებმა ესპანეთის სპორტის სადისციპლინო კომიტეტს მიმართეს. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ "ბილბაოსთან" თამაში ხვალ გაიმართება და სადისციპლინო კომიტეტი მანამდე სხდომის გამართვას ვერ მოასწრებს. ეს კი ნიშნავს, რომ სუარესი 1/4-ფინალის პირველ მატჩს აუცილებლად გამოტოვებს.

"ბილბაოსთან" თითქმის გამორიცხულია ლეო მესის თამაშიც, რომელსაც მცირე დისკომფორტი აქვს. ეს ნიშნავს, რომ "ბარსას" ვარსკვლავური შემტევი ტრიოდან მოედანზე მხოლოდ ნეიმარს ვიხილავთ, რომელიც ბოლომდე მწყობრში არაა. ბრაზილიელმა გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 29 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Neymar-Tsotne-Messi
    სტუმარი [?]
    #9 19 იანვარი 2016 20:53
    0
    ------------ტერი---------
    ვიდალი-პიკე-მასკე-რობერტო
    ---------ბუსი-------
    ინიი----------რაკეტაა
    ---------არდა-------
    მუნირი-----ნეიი
    წესიიით ეს შემადგენლობა უნდაიყოს. ალბა, ადრიანო მატიე ტრამვირებულია და რობერტოს გარდა სხვა ვინდადგება მარცხნივ
    Cule Is Always Elegant
    სტუმარი [?]
    #8 19 იანვარი 2016 20:47
    0
    ციტატა: tsotne-cule
    fachulia movda sameulshi?

    21 ში გავიგებთ
    Saba Cule ;)
    სტუმარი [?]
    #7 19 იანვარი 2016 20:46
    0
    ციტატა: Marc-André Ter Stegen
    ციტატა: Real madrid bbc
    xval gamochndeba rac shegidzliat

    ჩვენ უკვე გამოვავლინეთ რომ ბარსას ყველანაირ ფორმაში შეუძლია თამაში... lool
    თან შენ ვის დასცინი რეალი კადისის გამო გავარდა

    !!! Visca El Barca !!!

    გავადრა? lool rofl
    tsotne-cule
    სტუმარი [?]
    #6 19 იანვარი 2016 20:39
    0
    fachulia movda sameulshi?
    messi.95
    სტუმარი [?]
    #5 19 იანვარი 2016 20:38
    0
    ყველაზე მაგრად გუნდს სუარესი ჭირდება მესი ან ნეიმარი აქედნ რომელიმე რო არ იყოს მაინც ძაან არ ეტყობა მარა სუარესი მნიშვნელოვანია ცენტრ ფორვარდია
    ♤ კატალონიელი ♤
    სტუმარი [?]
    #4 19 იანვარი 2016 20:36
    0
    ციტატა: Real madrid bbc
    lool xval gamochndeba rac shegidzliat

    ჩვენ უკვე გამოვავლინეთ რომ ბარსას ყველანაირ ფორმაში შეუძლია თამაში... lool
    თან შენ ვის დასცინი რეალი კადისის გამო გავარდა rofl

    !!! Visca El Barca !!!
    Real madrid bbc
    სტუმარი [?]
    #3 19 იანვარი 2016 20:29
    0
    lool xval gamochndeba rac shegidzliat
    Cule Is Always Elegant
    სტუმარი [?]
    #2 19 იანვარი 2016 20:28
    0
    ციტატა: BarCa1678
    Reals azari uyidia 90 milionad da am informacias sul male gaavrcelebenooo!!!!!

    :დდდდდ

    ნავალოვსკი რომელ გუნდში გადავიდა დილადან???
    BarCa1678
    სტუმარი [?]
    #1 19 იანვარი 2016 20:22
    0
    Reals azari uyidia 90 milionad da am informacias sul male gaavrcelebenooo!!!!!