მასკერანომ 250-ე მატჩი ჩაატარა
ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ვალენსიასა" და "ბარსელონას" შორის გამართული მატჩი (1:1) ხავიერ მასკერანოსთვის საუიბილეო აღმოჩნდა. არგენტინელმა უნივერსალმა კატალონიურ კლუბში - 250-ე, ესპანური პრიმერას ფარგლებში კი 150-ე თამაში ჩაატარა. 31 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ასევე 54 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზეა, 34 - ესპანეთის თასზე, 8 - ესპანეთის სუპერ თასზე, 2 - უეფა-ს სუპერ თასზე, 2 კი - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.
ხავიერ მასკერანო, რომელიც "ბარსელონას" "ლვერპულიდან" 2010 წელს შეუერთდა, მალევე გახდა გუნდის სასტარტო ფეხბურთელი. ის თამაშობს როგორც ნახევარდაცვაში, ასევე დაცვაშიც. მან "ბარსასთან" ერთად 11 ტიტულის მოგება მოახერხა, მათ შორის 2 - ჩემპიონთა ლიგის.
ესპანური გრანდის რეკორდსმენი, ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ლეგენდარული ნახევარმცველი ჩავი ერნანდესია, რომელსაც მონაწილეობა მიღებული 700-ზე მეტ თამაშში აქვს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 55 ]