"ბარსელონა" და "ლივერპული" მოლაპარაკებებს დღეს დაიწყებენ
ავტორიტეტული ინგლისური გამოცემის, The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" და "ლივერპული", ლუის სუარესის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს დღეს, 2 ივლისს დაიწყებენ.
გავრცელებულ ინფორმაციით, "ბარსელონა" სუარესს უკვე შეუთანხმდა და ახლა ჯერი კლუბებს შორის მოლაპარაკებებზეა. ტრანსფერის მონახაზი უკვე არსებობს - "ლივერპულს" ფეხბურთელში 70-80 მილიონი სურს და უარს არც ალექსის სანჩესზე იტყვის.
ინგლისური პრესის ცნობით, "ლივერპულის" დირექტორი იან ეირი "ბარსელონას" ტექნიკურ დირექტორთან, რაულ სანლეჰთან ლონდონში შეხვედრას დასთანხმდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4 5
კომენტარები [ 93 ]