დაშავებულთა რიგები ივსება
პეპ გვარდიოლას პრობლემები ემატება: მის გუნდს ძალიან დატვირთული თებერვალი ელის, ხოლო გუნდის შემადგენლობა მცირდება და მცირდება.
”ბარსელონას” ტრავმების ეპიდემია აქვს და ამას დასასრული არ უჩანს. ”მესტალიაზე” გამართულ შეხვედრაში დაშავებულთა სია კიდევ უფრო გაიზარდა. გუნდს ვერ ეხმარებიან ვილია, აფელაი, ფონტასი, ინიესტა და პედრო. ამ მომენტიდან პეპ გვარდიოლას თავის ტკივილი მოემატა, რადგან ჩავიმ ”ვილიარეალთან” მატჩი კუნთის ზედმეტი გადატვირთვით დაასრულა. მწვრთნელმა კი მისი უფრო მნიშვნელოვანი მატჩებისთვის შენახვა ამჯობინა. როგორც მატჩის შედმეგ გაირკვა ეს ფეხბურთელის და მწვრთნელის შეთანხმება იყო. მათი მიზანი იყო ის, რომ ჩავი მზად იყოს ”რეალ სოსიედადთან” გასამართი მატჩისთვის.
სესკ ფაბრეგასს ”მესტალიაზე” პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ექიმებმა ფაბრეგასს წარბზე 4 ნაკერე დაადეს. პირველ ტაიმში მას ჯერემი მატიეს მუხლი მოხვდა სახეში. მიუხედავად ამისა ფეხბურთელმა მატჩის სრულად ჩატარება მოახერხა. მატჩის დასრულების შემდეგ ის საბრძოლოდ იყო განწყობილი: ”ჩვენ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, სამწუხაროა რომ მეტი გოლის გატანა ვერ შევძელით. რაც შეეხება წარბს, მე მწყობრში ვარ. სულ რაღაც 4 ნაკერი დამადეს, ეს არაფერია” - დაწერა ესპანელმა საკუთარ ”ტვიტერზე”.
სესკისგან განსხვავებით, რომელმაც მატჩის დასრულბა მოახერხა სხვებს ნაკლებად გაუმართლათ. ალექსის სანჩესს მეორე ტაიმში მარჯვენა ფეხის კუნთის პრობლემის გამო მოედნის დატოვება მოუწია. ტრავმის სირთულე დღეს დადგინდება, თუმცა ამჟამად იმის საფრთხე არ არის, რომ ტრავმა სერიოზული იქნება. ალექსის შეცვლის შემდეგ სათადარიგო სკამზე ყინულები დაადეს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ალექსის სანჩესი ტრავმით თამაშობს, მას ჯერ კიდევ აწუხებს ”რეალთან” მატჩში დაზიანებული ლავიწი.
და ბოლოს ტიაგო ალკანტარა. ბურთზე დარტყმის შემდეგ მან ფეხში ძლიერი ჩხვლეტა იგრძნო. მან რამდენიმე წუთით აქტიური სირბილი შეწყვიტა და შემდეგ სცადა შეხვედრაში აქტიურად ჩართვა, თუმცა ითხოვა შეცვლა, რათა ტრავმა არ გართულებულიყო.
დღეს გახდება ცნობილი სერიოზულად დაშავდნენ ფეხბურთელები თუ ეს უბრალო დისკომფორტი იყო, რომლის გამოსწორება შემდეგ მატჩამდე შეიძლება. ნებისმიერ სიტუაციაში ვითარება რთულდება, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა კი უკვე დაიხურა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]