გუნდი მადრიდშია
გუნდი მადრიდში 12:10 საათზე ჩაფრინდა, სადაც დღეს, 22:30 საათზე, ”სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება.
”ბარსელონა” 11 საათზე ”ელ პრატის” აეროპორტიდან მადრიდში გაფრინდა და 70 წუთის შემდეგ გუნდი დედაქალაქში იმყოფებოდა. გუნდთან ერთად იმყოფება პრეზიდენტი, სანდრო როსელი, ვიცე-პრეზიდენტები, ხოსეპ მარია ბართომეუ და კარლეს ვილარუბი, დირექტორები, პილარ გიუნოვარტი, რამონ პონტი, ჟოან ბლადე, ხავიერ ბორდასი, სილვია ელიასი, მანელ აროიო, დიდაკ ლიი, ჟოსეპ რამონი ვიდალ-აბარკა და რამონ კიერკო. გუნდთან ერთად იმყოფება სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.
ფეხბურთელები სასტუმროში
ფეხბურთელები სასტუმრო ”Eurostars Madrid Tower”-ში დაბანაკდნენ, სადაც შეხვედრის დაწყებამდე დარჩებიან და დაისვენებ. 14 საათზე ორივე კლუბის წარმომადგენლები ერთად ისადილებენ.













ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]