მესი. განსაკუთრებული ბიოგრაფია - თავი II
ლუკა კაიოლი
მესი. განსაკუთრებული ბიოგრაფია
© 2008, 2012 Luca Caioli
© თარგმანი ქართულ ენაზე: დავით კირვალიძე
© Barcamania.ge 2014
თავი II. გარიბალდის საავადმყოფო
XIX საუკუნის სტილში აშენებული კრემისფერი შენობა, იკავებს სამკუთხედის ფორმის ტერიტორიას ვისასოროს ქუჩაზე, 1249. ეს იტალიური საავადმყოფოა, ჯუზეპე გარიბალდის სახელობის, როსარიოში ასევე მისი ძეგლიც დგას, იტალიის მოედანზე. გარიბალდი - პოპულარული პიროვნება, მას უწოდებენ "ორი სამყაროს გმირს", რადგან სამხრეთ ამერიკაში გაძევებისას, ის იბრძოდა მდინარე პარანესთან. იმ ადგილებში მისმა "წითელმა პერანგმა" უამრავი კვალი დატოვა. საავადმყოფო გაიხსნა 1892 წლის 2 ოქტომბერს, ძირითადად იტალიელი ხალხისათვის. იმ დროისათვის ემიგრანტების დაახლოებით 70%-ს შეადგენდნენ იტალიელები. სწორედ ამ საავადმყოფოში, ზამთარში, დილის ექვს საათზე იწყება მესი-კუჩიტინის ოჯახის მესამე შვილის - ლიონელ მესის ისტორია.
მამამისი ხორხე იყო 29 წლის, ის იყო ფოლადის გადამამუშავებელი ქარხნის უფროსი. სელია 27 წლისაა და ის მუშაობს მაგნიტების დამამზადებელ ფაბრიკაში. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, რაიონ ლას-ერასში, რომელსაც ადრე ეწოდებოდა ესტადო დე ისრაელი, ხოლო დღეს სან მარტინის რაიონადაა წოდებული. ეს არის ქალაქის ის ნაწილი, რომელშიც მაცხოვრებლები გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით და თავმდაბლობით. სელიას მამა ანტონიო მუშაობდა ელექტრიკოსად, ის ძირითადად აკეთებდა მაცივრებს, კონდიციონერებს და სხვა ელექტრო მოწყობილობებს. დედამისი, რომელსაც ასევე სელია ერქვა, მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა დამლაგებლად. ხორხეს მამა ეუსებიო მუშაობდა მშენებლობაზე, დედა როსა მარია ასევე დამლაგებელი იყო. მათ სახლებს დაახლოებით 100 მეტრი აშორებდა. როგორც უამრავ ადგილობრივ ოჯახს, მათაც ესპანურ-იტალიური ფესვები აქვთ. გვარი - მესი წარმოშობით არის იტალიის ქალაქ პორტო-რეკანატიდან, მაჩერატას პროვინციიდან, სადაც დაიბადა პოეტი ჯაკომო ლეოპარდი და ტენორი ბენიამინო ჯილი. XIX საუკუნის ბოლოს სწორედ იქიდან გაემგზავრა აჯჟელო მესი ერთ-ერთი მატარებლით, რომელიც მიდიოდა ამერიკაში, უკეთესი ცხოვრების ძიებაში და ახალი საცხოვრებლის საპოვნელად. დაახლოებით იგივე სურათი, რაც ხდება უმეტესობა ემიგრანტების შემთხვევაში. კუჩიტინებსაც იტალიური ფესვები აქვთ, ოღონდ მხოლოდ მამის მხრიდან.
ბუენოს-აირესიდან 305 კილომეტრის მოშორებით, პარანის სანაპიროზე, როსარიო თავისი მილიონი მაცხოვრებლით - პროვინცია სანტა-ფე-ს ყველაზე დასახლებული ქალაქია. ქალაქი წლიდან წლამდე ლამაზდება. სანაპიროს გაყოლებაზე შენდება ცათამბრჯენები. იცვლება ძველი ქალაქის სტრუქტურა. თუმცა ვერაფერი შეცვლის იმ პატრიოტიზმს, რომელიც მის მოსახლეებშია. თეთრებში ჩაცმული მოსწავლეები, დროშებით ხელში, მარშირებენ ქალაქის ქუჩებში.
1978 წლის 17 ივნისს ისინი ქორწინდებიან. მთელი ქვეყანა ჩართულია მსოფლიო ჩემპიონატში, თანაც იმდენად, რომ ახალდაქორწინებულები თაფლობის თვეზე გაემგზავრნენ ბარილოჩეში, თუმცა მალევე დაბრუნდნენ უკან როსარიოში, რათა არ გამოეტოვათ არგენტინა-ბრაზილიის თამაში. შედეგი 0:0. რვა დღეში რიო-პლატას სტადიონზე ბუენოს-აიერესში, არგენტინის ნაკრები, რომელსაც წვრთნის სეზარ ლუის მენოტი, ამარცხებს ჰოლანდიას ანგარიშით 3:1 და იგებს ჩემპიონატს. იმდენად სასიხარულო გამოდგა ხალხისათვის, რომ მათ დაივიწყეს ყველანაირი უბედურება და გასაჭირი. დაივიწყეს დიქტატორი გენერალი ხორხე რაფაელ ვიდელის გადატრიალება ქვეყანაში 1976 წელს, რომელსაც შეეწირა უამრავი ადამიანი. იმდენად მოულოდნელი იყო ეს გამარჯვება, რომ ქალაქში ჯერ კიდევ იყო ძველი ბანერები წარწერით "ბინძური მუნდიალი".
გადატრიალებიდან 2 წელიწადში ქვეყანაში ჯერ კიდევ გაუგებრობაა. სახელმწიფოს მართავს საშინელი მთავრობა, თუმცა ცხოვრება გრძელდება და ხორხე და სელია ხდებიან მშობლები: როდრიგო მარტინი - დაიბადა 1980 წლის 9 თებერვალს, მათი მეორე შვილი მატიას ორასიო - 1982 წლის 25 ივნისს, ფოლკლენდის ომის დასრულებიდან სულ რაღაც 11 დღის შემდეგ. განადგურებული არგენტინა ითვლის დაღუპულებს (649 ადამიანი) და დაჭრილებს (ათასზე მეტი) და მათ, ვინც ხელში პირველად აიღო იარაღი და ნახევარი თვე ომში გაატარა. ახალგაზრდები, გამოუცდელები, ცუდად აღჭურვილები, მიდიოდნენ საბრძოლველად წითელი პატრიოტიზმის ზეგავლენით, თითქოს არგენტინისათვის ფოლკლენდის კუნძულების დასაბრუნებლად, რომელიც ბრიტანელებმა დაიკავეს 1833 წელს. ოპერაცია "როსარიო", არგენტინელების ამბიციური შეტევა კუნძულზე, წამოიწყო ეს ყველაფერი გენერალ ლეოპოლდო გალტერის მეთაურობით 1982 წლის 2 აპრილს. სინამდვილეში კი მმართველები უკვე მერამდენედ ცდილობდნენ ომით გადაეფარათ ეკონომიკური ჩავარდნა ქვეყანაში.
რამდენიმე კვირის მანძილზე ბრიტანეთის ჯარები იგერიებენ და ამარცხებენ არგენტინის არმიას - საბოლოოდ არგენტინა განადგურდა და სწორედ ამ განადგურებამ მოუტანა ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ 1 წლის მანძილზე დემოკრატიის აღდგენა. არგენტინელებს ფოლკლენდის კუნძულებზე პრეტენზია არ დაუკარვთ. როსარიოს ნაციონალურ პარკში აღმართულია მონუმენტი იმ "გმირებისათვის, რომლებიც განაგრძობენ ცხოვრებას ფოლკლენდის კუნძულებზე", ხოლო 1994 წლის კონსტიტუციაში ამ კუნძულების დაბრუნება დევს როგორც არგენტინის ცხოვრებისეული მიზანი.
თუმცა 1983 წელს არჩევნებში იმარჯვებს რაულ ალფონსინი, ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც თვლის, რომ ამ ომის მოგვარება მოხდება მხოლოდ დიქტატურის გაძლიერებით.
ოთხი წლის შემდეგ, როდესაც სელია ელოდება მესამე შვილს, ვითარება ქვეყანაში კვლავ დაძაბულია. 1987 წელს არგენტინას ემუქრება სამოქალაქო ომი. "კარაპინტადასი" - ახალგაზრდა ოფიცრების დაჯგუფება, რომელსაც თავში უდგას ალდო რიკო. მათ გამოიწვიეს არეულობა და დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს მმართველ პირებს. ხალხი გამოდის ქუჩებში დემოკრატიის დასაცავად. 30 აპრილს რაულ ალფონსინი მიმართავს ხალხს, რომელიც შეიკრიბა პლასა დე მაიოზე, სიტყვებით: "სახლში სიწყნარეა, ბედნიერ აღდგომას გისურვებთ". ეს ფრაზა შევა ისტორიაში, რადგან სინამდვილეში ყველაფერი პირიქით ხდებოდა. პრეზიდენტი "კარაპინტადასთან" უძლურია და მას ისღა დარჩენია აწარმოოს მოლაპარაკებები. 1987 წლის 23 ივნისს სელია მოათავსეს გარიბალდის სამშობიარო პალატაში. მისი შვილები - შვიდი წლის როდრიგო და ხუთი წლის მატიასი რჩებიან სახლში ბებიასთან, ხოლო ხორხე მიყვება სელიას საავადმყოფოში. ორი ბიჭის შემდეგ მას სურდა გოგონა, თუმცა მათ კიდევ ერთი ბიჭი ეყოლათ. ორსულობამ უპრობლემოდ ჩაიარა, მაგრამ ბოლო საათებში იწყება გართულებები. გინეკოლოგი ნორბერტო ოდეტო სვავს დიაგნოზს: ნაყოფის გიპოქსია, იგი წყვეტს მშობიარობის ინდუცირებას, რათა თავიდან აიცილოს ცუდი შედეგები. ხორხეს დღემდე ახსოვს ის საშინელი წუთები, პანიკა, რომელსაც ის გრძნობდა, როდესაც ექიმმა უთხრა მას. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ლიონელ ანდრეს მესი დაიბადა დილი ექვს საათზე, იწონიდა 3 კილოგრამს და იყო 47 სანტიმეტრი სიმაღლეში, წითელი, როგორც პომიდორი. ერთი ყური გადაუტრიალდა - ასეთი ანომალია ხშირია ახალშობილებში, დაბადებიდან რამდენიმე საათში ყური თავის პირვანდელ ფორმას უბრუნდება და ყველაფერი წესრიგშია. შიში ჩაანაცვლა სიხარულმა: ჩვილი ცოტა წითელი, მაგრამ ჯანმრთელია.
საავადმყოფოს გარეთ კი არც თუ ისე სასიხარულო ამბები ხდება. ქალაქში ხდება აფეთქება, ვილია-კონსიტუსიონში, იქ სადაც მუშაობს ხორხე. აფეთქებები გრძელდება მთელ არგენტინაში. მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა ამ აფეთქებებმა ქვეყანაში განხეთქილება ჩამოაგდო. შიდა გაყიდვების მინისტრმა განაცხადა, რომ ფასები პროდუქტებზე იცვლებოდა. ახლა რძის და კვერცხის ფასი იმატებდა 9 პროცენტით და ა.შ. მომუშავე ოჯახისათვის, როგორიც იყო მესი-კუჩიტინი, ეს სერიოზული პრობლემა უნდა ყოფილიყო, თუმცა ისინი ორივე მუშაობდნენ და ჰქონდატ სიძნელეების დაძლევის საშუალება. მათ უკვე საკუთარი სახლიც ააშენეს. ხორხემ უამრავი დასვენების დღე გაიუქმა და მამამისთან ერთად ააშენა სახლი 300 კვადრატული მეტრის ფართობით.

ორსართულიანი აგურის ნაგებობა უკანა ეზოთი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ თამაში, ლას-ერასის რაიონში. ლიონელი იქ 26 ივნისს მიიყვანეს, როდესაც იგი დედასთან ერთად გამოწერეს იტალიური სამშობიაროდან.
უკვე ექვს თვეში პუტკუნა და მომღიმარი ლეოს სურათი საოჯახო ალბომში ჩააკრეს, ცისფერ შარვალში და თეთრ მაისურში გამოწყობილი. 10 თვის ასაკში ის იწყებს უფროს ძმებთან ერთად სირბილს. ამ დროს მას პირველი ცუდი რამ შემთხვევა. იგი გადის ეზოში, ყველას ჰგონია, რომ ბავშვებთან სათამაშოდ, მაგრამ ლეომ გადაწყვიტა გზაზე გადასვლა, მას კი ველოსიპედზე მოსეირნე ბიჭი დაეჯახა. ლეომ დაიყვირა მთელი ძალით, ყველა გამოცვივდა გარეთ, თითქოს არაფერი, უბრალოდ შეეშინდა. თუმცა, მთელი ღამე ის ტირის და მას მარცხენა ხელი უსივდება. წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დაუდგინდა მოტეხილობა. საჭიროა გიფსი. რამდენიმე კვირაში ძვალი შეხორცდა. დადგა მისი პირველი დაბადების დღე, დეიდები და ბიძები ამზადებენ მას ნამდვილ გულშემატკივრად, ყიდულობენ ლეოსათვის მისი მომავალი კლუბის "ნიუელს ოლდ ბოისის" ფორმას. მაგრამ ჯერ კიდევ ადრეა. სამი წლის ასაკში ლეოს იზიდავს სურათები და მრგვალი ნივთები, გაცილებით პატარები ვიდრე ჩვეულებრივი ბურთი. უამრავი პატარა ბურთი მოჰქონდა სახლში. უბრალოდ უგებდა მეგობრებს. მისი ბურთების ტომარა ყოველთვის სავსე იყო. ეზოში და ბაგა ბაღში ყოველთვის ნახულობდა დროს რათა ეგორავებინა ერთი-ორი ბურთი, რომელიც ჯიბით სულ დაჰქონდა. მეოთხე დაბადების დღეზე მშობლები ლეოს ჩუქნიან თეთრ ბურთს წითელი რომბებით. იქნებ სწორედ ეს იყო მისი ცხოვრებისეული საქმის პირველი ნაბიჯი. ერთხელაც ის აკვირვებს ყველას. მამა და ძმები თამაშობენ გარეთ, ხოლო ლეომ პირველად გადაწყვიტა მათთან ერთად თამაში. აქამდე იგი ამჯობინებდა მარმარილოს პატარა ბურთების გორაობას, მაგრამ არა ახლა. "ჩვენ გაგვიკვირდა, უბრალოდ გავვოცდით, როდესაც დავინახეთ რას აკეთებდა ლეო ბურთით" - ამბობს ხორხე - "მას ხომ აქამდე არასდროს ეთამაშა ფეხბურთი".
მესი. განსაკუთრებული ბიოგრაფია - თავი I - როსარიო
თავი III - ყველაზე პატარა (გაგრძელება იქნება...)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 21 ]