მესი. განსაკუთრებული ბიოგრაფია - თავი IV
ლუკა კაიოლი
მესი. განსაკუთრებული ბიოგრაფია
© 2008, 2012 Luca Caioli
© თარგმანი ქართულ ენაზე: დავით კირვალიძე
© Barcamania.ge 2014
თავი IV. ისეთი, როგორც ყოველთვის
მას აქვს მუქი-ცისფერი თვალები, ლამაზი ნაკვთები და შესანიშნავი ფიგურა. ცხოვრობს 510-ე სახლში იბანესის ქუჩაზე. მოკრძალებული სახლი, სადაც ის იღებს სტუმრებს კეთილი გამომეტყველებით და ღიმილით. შავი ძაღლი კუდს აქნევს, აკვირდება შემოსულს, შემდეგ კი ტოვებს მისაღებს და გადის ეზოში, რომელიც უერთდება მესის ოჯახს. სინტია ბავშვობიდან იყო ლეოს მეგობარი.
- დედაჩვენები - "საშვილოსნოს დები" (საერთო დედა, სხვადასხვა მამები) - იძახის ის.
სილვია არელიანო თითმის იმავე დროს დაორსულდა, რა დროსაც სელია.
- ჩვენ ერთმანეთს კამპანია გავუწიეთ, - იძახის სილვია. - დავდიოდით ერთად მაღაზიებში და ვჭორაობდით იმაზე, თუ როგორები იქნებოდნენ ჩვენი შვილები. პირველი მე გავაჩინე. ვმეგობრობდით.
ჭიქა მაგიდაზე დადო და ცოტა ხნით გავიდა, დაუტოვა რა საუბარი თავის უფროს ქალიშვილს, რომელიც 22 წლისაა და თავის დროს ლეოსთან ერთად დადიოდა საბავშვო ბაღში და დაწყებით სკოლაში. ისინი ყოველთვის ერთად იყვნენ, დაბადების დღეებზეც, სხვადასხვა საღამოებზე და მატჩებზე.
როგორი იყო ლეო ბავშვობაში?
- პატარაობაში ის ცოტათი მორცხვი და ნაკლებად მოსაუბრე იყო. გამოირჩეოდა მხოლოდ მაშინ, როცა თამაშობდა ბურთს. მახსოვს, სკოლის შესვენებებზე, როდესაც ბიჭები აწყობდნენ გუნდებს, ფეხბურთის სათამაშოდ, საქმე ყოველთვის კამათამდე მიდიოდა, რადგან ყველას სურდა, რომ ლეოს თავის გუნდში ეთამაშა, მას ხომ უამრავი გოლი გაჰქონდა. თუკი მასთან ერთად თამაშობდი, ეჭვიც არ უნდა შეგპარვოდა, რომ გაიმარჯვებდი. ფეხბურთი ყოველთვის იყო მისი გატაცება. იგი ხშირად ტოვებდა დაბადების დღეებს, რათა წასულიყო მატჩზე ან ვარჯიშზე.
და როგორი იყო იგი სკოლაში?
- ჩვენ მას შევარქვით პიკი, რადგან ის ყველაზე პატარა იყო სხვებთან შედარებით. არ უყვარდა მათემატიკა და ენები. სამაგიეროდ კარგად ერგებოდა ფიზკულტურას და ხატვას.
ამბობენ, თქვენ მას ეხმარებოდით...
- დიახ, ხანდახან... გამოცდებზე ის ჯდებოდა ჩემთან და როდესაც რამეში ეჭვი ეპარებოდა, მეკითხებოდა. როდესაც მასწავლებლები არ გვიყურებდნენ, უცებ გადავაწოდებდი სახაზავს, ან საშლელს, რომელზეც ეწერა პასუხები. საშინაო დავალებებსაც ერთად ვაკეთებდით.
შემდეგ საშუალო სკოლაში თქვენი გზები გაიყო, ლეო წავიდა ბარსელონაში...
- ჩვენ იმ დღეს ყველამ ვიტირეთ, როდესაც მათი ოჯახი წავიდა ესპანეთში. არ შემეძლო ამის დაჯერება, ვკარგავდი საუკეთესო მეგობარს. როდესაც შემდგომ ვლაპარაკობდით ტელეფონით, ისეთი შეგრძნება მრჩებოდა, რომ მას უძნელდებოდა ევროპაში ცხოვრება. მაგრამ, როდესაც ის დაბრუნდა, მივხვდი, რომ ეს ლეოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, საქმიანობა, რომელიც მას დაეხმარება წინსვლაში. მის ოჯახის წევრებს იმდენად ენატრებოდათ მშობლიური კედლები, რომ სელია და მარია ესპანეთიდან მალევე დაბრუნდნენ. თავის დროზე ლეომ მითხრა, რომ შეძლო იქაურობის შეჩვევა, რადგან იქ იყვნენ მისი თანატოლები, რომლებიც ასევე თამაშობდნენ ფეხბურთს. ეს კი მისთვის უმთავრესი გახლდათ. სურდა ფეხბურთელობა და გამოუვიდა კიდეც.
სინტია დგება და მოაქვს ფაილი სავსე სურათებით და პრესის სტატიებით. აი ისინი ერთად ჯერ კიდევ პატარაობაში: ლეო თოჯინით და ცისფერი წინსაფარით, მის გვერდით კი დგას სინტია პამპერსით და კიკინებით. შემდეგ სურათში უკვე ორივე ბაღის მოსწავლეები არიან. ჯგუფური სურათია და ყველა ცისფერ ფორმაშია გამოწყობილი.
ორივე საკარნავალო ფორმაშია გამოწყობილი: ლეო პოლიციელის ფორმაში შლიაპით და მიწებებული ულვაშებით, სინტია კი მაკიაჟით, დიდ სათვალეებში და თეთრი კაბით. შემდეგ კი უამრავი ამონაჭერი გაზეთებიდან: "ახალი მარადონა", "მესის მოლოდინში", "რომელი პლანეტიდანაა ის", ვათვალიერეთ იმდენი, სანამ არ მივედით 2005 წლის სათაურამდე, ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაზე.
- მე უზრუნველვჰყავი ამის აღსანიშნავი შეხვედრა ჩვენს სანაცნობოში. მოვიარეთ მთელი რაიონი და ვთხოულობდით ფულს ტკბულეულისათვის, საღებავისათვისა და ფეიერვერკებისათვის. დავწერეთ ასფალტზე დიდი ასოებით: "ლეო, ქვეყნის სიამაყე", ხოლო მისი სახლის წინ გამოვჭიმეთ დიდი ბანერი წარწერით: "კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა ჩემპიონო!". ის უნდა ჩამოსულიყო ღამის პირველ საათზე, ყველა მას ელოდა, მახსოვს ზამთარი იყო, ციოდა, ის კი არ მოვიდა. ზოგიერთს მობეზრდა და წავიდა სახლში. დილის ხუთ საათამდე ველოდებოდით ლეოს. უკვე ყველას ეძინებოდა და აი უცებ ქუჩაზე შემოუხვია თეთრმა მანქანამ და მაშინვე ყველამ ერთხმად დაიყვირა: "ლეო მოვიდა, ლეო მოვიდა". ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ წარმოუდგენლად გაუხარდა ჩვენი დახვედრა. როგორც შემდეგ თქვა არც კი მოელოდა.
კიდევ ნაწერები, კიდევ სურათები და რამოდენიმე ფურცელი ლეო მესის კრიტიკაზე, კონკრეტულად კი არგენტინა-გერმანიის მატჩზე, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
- ამბობდნენ, რომ ის ვერ მოერგო გუნდს. იგი გაგლიჯეს შუაზე კრიტიკის დახმარებით. მაგრამ ყველაფერი ასე არ ყოფილა. მხოლოდ ის გაუგებს ლეოს, ვინც კარგად იცნობს მას. ლეო ხანდახან ჩაკეტილი ადამიანია, გაცილებით მაშინ, როდესაც საქმეები ისე არ მისდის, როგორც თვითონ უნდა. იგი ერიდება ყველას, მიდის სადღაც სხვაგან, თავის სამყაროში. ყოფილა შემთხვევები, რომ ასე ჩემთანაც მოქცეულა, ხოლო შეეცადო გაიგო, თუ რა ხდება მის თავს ამ დროს, ეს იგივეა რაც გამოწურო ქვიდან წვენი. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, ლეო ყოველთვის ცდილობდა, რომ კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი.
და ის შეიცვალა?
- არა, ჩემთვის ის კვლავ ისეთია, მორცხვი და ჩუმი. ის ზუსტად ის ლეოა, როგორთან ერთადაც გავიზარდე. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ადრე, როდესაც ლეო ჩამოდიოდა აქ, იგი იღებდა ველოსიპედს და კატაობდა ქალაქში. დღეს კი ყველაფერი სხვაგვარადაა, ის მანქანით გადაადგილდება, რადგან ხალხი უბრალოდ არ მისცემს ამის საშუალებას. ჩვენი უბნის მარცოხვრებლები, რომლებიც ადრე მთელ დროს ლეოსთან ერთად ატარებენ, დღეს გიჟდებიან მის დანახვაზე, ეხუტებიან მას, იღებენ მასთან ერთად სურათებს. გოგონები ელოდებიან სახლის კართან, რათა უბრალოდ უთხრან "გამარჯობა". ბავშვებს ნომერ პირველ იდეალად სწორედ მესი ჰყავთ. თავდაპირველად ძალიან მიკვირდა, როდესაც ვხედავდი როგორ სკანდირებდნენ მის სახელს ესპანეთში და არგენტინაში. ჩემთვის ლეო - მოკრძალებული მეგობარია, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება ჩემთან ერთად იყო და იქნება კიდევ. თუმცა ვფიქრობ, ის დღემდე ვერ ხვდება, რამხელა წარმატებას მიაღწია უკვე...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 26 ]