მესი. განსაკუთრებული ბიოგრაფია - თავი III
ლუკა კაიოლი
მესი. განსაკუთრებული ბიოგრაფია
© 2008, 2012 Luca Caioli
© თარგმანი ქართულ ენაზე: დავით კირვალიძე
© Barcamania.ge 2014
თავი III. ყველაზე პატარა
გაზონი გრანდოლის სტადიონზე ძალზედ პატარაა. თითქმის მთლიანად შიშველი მოედანი, ცოტა ბალახი მოედნის გარშემო იზრდება. კარი საშინელ მდგომარეობაშია, როგორც ღობე და გასახდელი ოთახები. გარშემო რაიონიც დიდად არ გამოირჩევა მდგომარეობით: იმპროვიზირებული ავტოსამრეცხაოები გუტიერესის პროსპექტის ყოველ გზაჯვარედინზე, ნახმარი საბურავების გამყიდველები, განცხადებები "ვიბარებთ ლითონს", უფროსწორედ ჯართს, არის ასევე კარდონის ქაღალდზე დაწერილი განცხადება "ძაღლის პარიკმახერი". კოშკის უკან უამრავი მშენებლობა... თითქოს ისინი შეჩერებულია, მაგრამ ეს ასე არაა. პატარა სახლები, უკვე "ძალაგამოცლილები", ასფალტის ნაპრალებიდან ამოხეთქილი ბალახები, სიცხეში აყროლებული ნაგვის გროვები, მამაკაცები და მოხუცები, ხალხი, რომლებსაც უბრალოდ საქმე არ აქვთ, ბიჭები ველოსიპედებზე, რომლებიც უკვე აშკარად პატარაა მათთვის. "აქაური ხალხი შეიცვალა, - ამბობს ყველაზე მოხუცი და ამატებს: - ღამით ამ ქუჩებში სიარული ძალზედ საშიშია". მომრავლდნენ კრიმინალები.
დღის სამი საათია, მაგრამ ქუჩაში არავინაა. არც საფეხბურთო მოედანზე. სკოლიდან მოსული ბიჭები, რომლებსაც გრანდოლის სტადიონზე ფეხბურთის თამაში სურდათ, უკვე დიდი ხანია წავიდნენ, ხოლო უკვე ნამდვილი მოთამაშეები აქ ხუთი საათის შემდეგ გამოჩნდებიან. აქვე ახლოს ზის ერთადერთი ადამიანი. სპორტული ინვენტარის გამყიდველი. თეთრ მაისურში და სპორტულებში გამოწყობილი კაცი. მან მაჩვენა როგორ მივიდე ლიონელ მესის პირველი მწვრთნელის, სენიორ აპარისიოს, სახლამდე. კიდევ დაახლოებით 150 მეტრის გავლა დამრჩენია.
აპარისიო აღებს კარს - ის ამზადებს სადილს კლაუდიასთვის (ცოლი) და მეც მიპატიჟებს სახლში. დიდ მისაღებში ოთხი სავარძელია, იქვე ახლოს კი დიდი თეთრი ძაღლი ზის. მთავარ ადგილას ძველი ტელევიზორი უდევთ. სალვადორ რიკარდო აპარისიო 78 წლისაა, მას ოთხი შვილი ჰყავს, რვა შვილიშვილი და ოთხი შვილთაშვილი. დაღლილი სახე აქვს ალაგ-ალაგ წვერით, ცოტათი წელში მოხრილი, ოდნავ მოკანკალე ხელები და ხმა. მან მთელი ცხოვრება გაატარა რკინიგზის სამსახურში. ახალგაზრდობაში თამაშობდა "კლუბ ფორტინში" მეოთხე ნომრად და 30 წლის წინ ავარჯიშებდა ბავშვებს გრანდოლის მოედანზე, რომლის ზომებიცაა 7,5 მეტრი 40-ზე.
მან აღზარდა ასობით ბავშვი, მათ შორის როდრიგო და მატიასიც. მესის უფროსი შვილი იყო ჩქარი და ძლიერი ცენტრფორვარდი, მეორე თამაშობდა დაცვაში. სამშაბათობით და ხუთშაბათობიდ ბებია სელია ატარებდა მათ ვარჯიშებზე. და ერთ ზაფხულს მათთან ერთად პირველად მოვიდა ლეოც.
- მე მჭირდებოდა კიდევ ერთი, რათა შემევსო 86-იანების გუნდი (1986 წელს დაბადებული ბავშვებით დაკომპლექტებული გუნდი). სანამ სხვები ხურდებოდნენ, მაისურით ხელში ველოდებოდი ახალ მოთამაშეს. მაგრამ ის არ გამოჩნდა და იქ იყო ეს პატარა ბიჭუნა, რომელიც სკამზე მჯდომი კენწლიდა ბურთს. რაღაც გონებაში გადამიბრუნდა და ჩემს თავს ვუთხარი: ეშმაკმა დალახვროს... არ ვიცი, შეუძლია თუ არა თამაში, მაგრამ... მოკლედ წავედი ბებიამისთან სასაუბროდ, მას იზიდავდა ფეხბურთი და ვუთხარი: "მათხოვეთ ეს ბიჭი". რათამქუნდა მას სურდა, რომ ლეოს ეთამაშა მოედანზე. ბევრჯერ უთხოვია ამის შესახებ. რამდენჯერ ულაპარაკია ჩემთან ლეოს ტალანტზე, თუმცა დედამისს თუ დეიდამისს, არ მახსოვს, არ სურდა რომ პატარას ეთამაშა : "ყველა ასეთი ტანადი ბავშვია და ის კი ასეთი პატარა". მის დასაწყნარებლად ასეთი რაღაც ვთქვი: "მას დავაყენებ აქ, და თუკი ვინმე მას უხეშად ეთამაშება, თამაშს შევაჩერებ და ლეოს გამოვიყვან".
ასე ყვება სენიორ აპარისიო, ხოლო მესი-კუჩიტინის ოჯახს სხვანაირი ვერსია აქვს:
- ეს სელიამ დააძალა აპუს ლეოს გუნდში აყვანა, როდესაც მას სჭირდებოდა ერთი ფეხბურთელი. მწვრთნელს ეს აზრი არ მოსწონდა, რადგან ბავშვი ძალიან პატარა იყო. ბებია კი ყველაფერს ამტკიცებდა: "დააყენეთ ის მოედანზე, თვითონ ნახავთ, როგორ თამაშობს". - "კარგი, - თქვა აპამ, - მაგრამ მე მას ფლანგზე დავაყენებ და როდესაც ის დაიწყებს ტირილს, თვითონვე წაიყვანეთ".
რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა შემდეგ, აქ აზრთასხვაობა არ არის. ამიტომ დავუბრუნდეთ მწვრთნელს.
- საერთო ჯამში... მივეცი მას მაისური, მან ჩაიცვა. პირველი ბურთი მიგორავს მასთან, ის მას უყურებს და... არაფერი.
დონ აპა, როგორც მას ადგილობრივები ეძახიან, დგება სკამიდან და ასახიერებს გაკვირვებული მესის სახეს, კვლავ ჯდება და აგრძელებს:
- მისი მთავარი ფეხი მარცხენაა, თუმცა მან ბურთთან არაფერი გააკეთა, - თქვა აპარისიომ - უცებ ლეო გონს მოდის, იღებს ბურთს და აქ იწყება ყველაფერი... მოატყუა ერთი, შემდეგ მეორე, მესამე... ვუყვირი: "დაარტყი, დაარტყი...". ლეოს ეშინოდა, რომ ვინმე მას აწყენინებდა, მაგრამ იგი თავდაუზოგავად მიიწევდა წინ და წინ. არ მახსოვს გაიტანა თუ არა მან მაშინ, - რაც არ უნდა იყოს მე ასეთი არასდროს არ მინახავს. ჩემს თავს ვუთხარი: "ამ ბიჭს ბურთს ვერ გამოაცლის ვერავინ". და ამის შემდეგ იგი არასდროს დამიტოვებია მოედანს გარეთ.
სენიორ აპარისიო გადის გვერდით ოთახში და ბრუნდება ცელოფნით. ის ეძებს "მოგონებებს ფურცლებზე", რომლებიც დაუგროვდა მთელი ცხოვრების მანძილზე. და საბოლოოდ მან იპოვა რასაც ეძებდა. მწვანე მოედანი, წითელ მაისურებში გამოწყობილი ბავშვები და შედარებით ახალგაზრდა აპარისიოს წინ მდგომი ყველაზე პატარა: თეთრ შორტებში, რომლებიც თითქმის იღლიებამდე აქვს აწეული, მაისურიც დიდი აქვს, სახე ძალიან სერიოზული, ფეხები ერთმანეთზე მიდგმული. ეს ლიონელია: ის ცოტათი ჩიტს ჰგავს, ან უფრო რწყილს, სწორედ ასე შეარქვა საკუთარმა ძმამ.

ის დაიბადა 1987 წელს, მაგრამ თამაშობდა მასზე ერთი წლით დიდებში. ლეო იყო ყველაზე დაბალი და ახალგაზრდა, მაგრამ ყოველთვის გამოირჩეოდა. მას ბევრის კეთება უწევდა, ამასთან ერთად ის იყო გამორჩეულიც თავისი არაამქვეყნიური ტალანტით. დაიბადა ფეხბურთის ცოდნით. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სადმე შეხვედრაზე გადიოდნენ, ხალხი კი ერთმანეთზე ძვრებოდა, რათა ენახათ პატარა ლეოს შესანიშნავი თამაში. საკმარისი იყო მიეღო ბურთი, ის ყველას ანადგურებდა. რაღაც წარმოუდგენლად მიმაჩნდა, მას ვერავინ აჩერებდა. თითო თამაშში ოთხი გოლის ფარგლებში გაჰქონდა. ლეომ გაიტანა გოლი "კლუბ ამანესესთან", გუნდთან რომელსაც რეკლამებში იღებდნენ. მახსოვს მოატყუა ყველა, მათ შორის მეკარეც. როგორი თამაშის სტილი ჰქონდა? ზუსტად ისეთი, როგორიც ახლა, - თავისუფალი. როგორი იყო თვითონ? სერიოზული ბავშვი, ყოველთვის ჩუმად იჯდა ბებიასთან. არასდროს ჭირვეულობდა. როდესაც მას ტკენდნენ რამეს, ხანდახან ტიროდა კიდეც, მაგრამ მალევე დგებოდა და აგრძელებდა თამაშს. სწორედ ამიტომ ვკიცხავ ყველას ვინც იძახის, რომ ის პასებს იშვიათად აკეთებს და ძალიან აზვიადებს ყველაფერს.
ცოლი ეძახის მას გვერდით ოთახიდან, სენიორ აპარისიო ქრება ცოტა ხნით და მალევე ბრუნდება, რათა განაგრძოს თავისი მოგონებების მოყოლა.
მაგალითად, ის ვიდეოფირი, რომელსაც ვერაფრით ვპოულობ, რომელზეც აღბეჭდილია ამ ვუნდერკინდის თამაში.
- ხშირად ვაჩვენებდი სხვა ბავშვებს, რათა წარმოდგენა მაინც ჰქონოდათ რას აკეთებდა ლეო თავის დროზე და როგორ შეიძლება ითამაშო ფეხბურთი.
ან თუნდაც როდესაც ლეო პირველად დაბრუნდა ესპანეთიდან და მოვიდა აპასთან სტუმრად.
- როდესაც ერთმანეთს შევხვდით, ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი. მე გადავირიე... დიდი ხანი ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორი ფეხბურთია ესპანეთში.
ერთხელ, როდესაც რაიონში გადაწყვიტეს ლიონელის სასახელოდ წვეულების გამართვა. უნდოდათ მისთვის გრანდოლის სტადიონზე სასახელო ადგილის გამოყოფა, თუმცა სამწუხაროდ ლეო ვერ მოვიდა, მაგრამ მან დარეკა და დიდი ბოდიშის მოხდით გვითხრა: "დიდი მადლობა, მაგრამ იქნებ როგორმე სხვა დროს".
ფეხბურთის მოხუც მასწავლებელს არ სწყინს, პირიქით, ის დიდი სათნოებით ყვება ბავშვზე, რომელსაც ამდენი წლის წინ წვრთნიდა.
- როდესაც ტელევიზორში ვნახე მისი პირველი გოლი, რომელიც გაიტანა "ბარსელონაში", ცრემლები წამომივიდა. გვერდით ოთახში იყო ჩემი ქალიშვილი ჰენოვევა და მკითხა: "მამა, რა მოხდა?" - "არაფერი, არაფერი, - ვუთხარი მე, უბრალოდ ავნერვიულდი".
აპარისიო იღებს კიდევ ერთ ძვირფას ნივთს თავისი ცელოფნიდან. ლეოს კიდევ ერთი სურათი, კვლავ დიდ თეთრ მაისურში და მისი ფერმკრთალი სახე. ხელში უჭირავს მისი პირველი თასი, თასი რომელიც თითქმის ლეოზე დიდია.

ლეო ხუთისაც არ არის. მაგრამ გრანდოლიზე მან უკვე იგემა ხიბლი წარმატებისა და გოლების. მეორე წელს მას გაუმართლა, ის ვარჯიშობდა მამამისთან ერთად. ხორხე იღებს შემოთავაზებას გუნდისგან და იბარებს 1987 წლიანების გუნდს. ისინი ყველაფერს იგებენ: "ყველაფერს: ჩემპიონატს, ტურნირებს, ამხანაგურ შეხვედრებს", - იხსენებს ხორხე მესი გაცილებით მეტი სიამაყით როგორც მამა, ვიდრე მწვრთნელი.
ფეხბურთის გარდა იყო სკოლაც. ლეო დადიოდა საერთოსაგანმანათლებლო სკოლაში #66, ლას-ერასის რაიონში, სახლი ნომერი 4800 ბუენოს აირესის ქუჩაზე. იქ დაჰყავდა ან დედას სელიას, ან დეიდას მარსელას, ან მეზობელს სილვია არელიანოს, მისი საუკეთესო მეგობრის სანტის დედას. მათ უწევდათ ან ცარიელ მიდამოებში სიარული, ან ფეხბურთის მოედნების მოვლით სამხედრო ყაზარმის ტერიტორიის გავლა. მაქსიმუმ 10 წუთის სავალი და ისინი უკვე სკოლაში იყვნენ.
დღეს, ამ სკოლაში მისულს, შესასვლელში დაგხვდებათ სურათი, თუ როგორ ზის ყველაზე პატარა კლასი გაკვეთილზე, აქედან ორ ბავშვს აცვია ლეოს მაისური. იქვე ახლომახლოს, პატარა მოედანზე რამოდენიმე ბიჭი თამაშობს ფეხბურთს. არის გოლებიც, მაგრამ რაც არ არის, ესაა ბურთი. ისინი თამაშობენ სკოჩით შეკრული ქაღალდის გროვით. დარბიან ძალიან სწრაფად, თუმცა მთლიანად არიან გადართულები აგრესიაზე - ცურავენ, "ფინტაობენ", მიაქვთ ბურთი. მოთამაშეებს შორის არის ბრუნო ბიანკუკიც, ლეოს ბიძაშვილი. გაოფლილი და დაძაბულობისაგან გაწითლებული. მუქი შავი ფერის თმა, ყურში თეთრი საყურე. მისი მეგობრები ახასიათებენ მას საუკეთესო ფეხბურთელად. პრესამ უკვე დაწერა მასზე უამრავი სტატია, უწოდებენ რა ლიონელის ორეულს. მისი მწვრთნელები ამბობენ, რომ ის კარგად გადაადგილდება მოედანზე, აქვს ისეთივე ტალანტი, როგორიც მის ბიძაშვილს. ხოლო ბრუნოს სიტყვებით, მას მხოლოდ შურს იმ მონდომების, რომელიც გააჩნია ლეოს გოლების გატანისას. ბრუნო კარგად ურტყავს კარში და მისი ოცნებაა "ბარსას" ფორმით თამაში.
მოსწავლეები იკრიბებიან წრეში. ყველას სურს აზრის გამოთქმა ბიჭზე, რომელიც წლების წინ მათ სკოლაში სწავლობდა. თერთმეტი წლის პაბლო:
- მას აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება, რათა გახდეს მსოფლიოში საუკეთესო და მარადონაზე უკეთესი. ყველაზე მეტად მასში მომწონს სისწრაფე, ის უბრალოდ შესანიშნავია.
ცხრა წლის აგუსტინას რაღაც აწუხებს - ის რაც ასევე ბევრ არგენტინელს უტრიალებს თავში:
- მარადონამ დაიწყო თამაში ახალგაზრდების გუნდში "არხენტინოს ხუნიორსში", ხოლო მესიმ... "ბარსელონაში".
რათქმაუნდა ეს ძალიან შორსაა აქედან. გოგოებიც კი, რომლებსაც მეტად სრცხვენიათ, მიდიან ამ მოსაზრებამდე. და აქ აზრი ძირითადად იყოფა ორად. ზოგი ფირქობს, რომ ის ლამაზია, ზოგი კი მის სიმაღლეზე აკეთებს აქცენტს.
დაიწყო შესვენება და ძველი ხის ქვეშ მოსწავლეები დასდევენ ერთმანეთს. ლეოც დარბოდა ამ ხის ქვეშ ქაღალდისაგან გაკეთებული ბურთით. მისი თქმით, მისთვის ყველაზე კარგი მოგონებაა ის, რომ თამაშობდა ყველგან და ყველაფრით რაც კი გორავდა. ლეო არ მალავს, რომ არ უყვარდა სწავლა.
ამას ამტკიცებს ასევე მონიკა დომინა, მისი მასწავლებელი პირველიდან მესამე კლასამდე:
- არა, ლეო ყოველთვის მოსწრებული ბავშვი იყო სკოლაში, მაგრამ მისი სწავლის ხარისხი იყო მიუღებელი. თავიდან მას უჭირდა კითხვა, ამიტომ ვურჩიე დედამისს მისი ლოგოპედთან წაყვანა. სხვა საგნებში ის ყოველთვის აუმჯობესებდა შედეგს, მაგრამ რამე განსაკუთრებულს სწავლაში ვერ მიაღწია. იყო ჩუმი ბავშვი, საყვარელი და მომთმენი, ერთ-ერთი ყველაზე წყნარი, რაც კი აქამდე მინახავს. თუ შენ არ შეხვიდოდი მასთან კონტაქტში, ის ხმასაც არ ამოიღებდა და ასე იჯდებოდა თავისთვის ბოლო მერხზე. იგი პატარაობიდანვე ეჯიბრებოდა მასზე გაცილებით დიდ ბიჭებს ფეხბურთში, რათა მოეგო როსარიოს ტურნირი. რათქმაუნდა ის კარგად თამაშობდა, იგებდა პრიზებს და მედლებს, მაგრამ არასდროს მსმენია ის, რომ მას ეტრაბახა ამით, თუ როგორ კარგად თამაშობდა და რა კარგ გოლებს იტანდა.
მესი. განსაკუთრებული ბიოგრაფია - თავი I
მესი. განსაკუთრებული ბიოგრაფია - თავი II
თავი IV - გაგრძელება იქნება...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]