ბოიანი თავს კარგად გრძნობს
ბოიან კრკიჩს სჯერა, რომ ეს სეზონი მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. მას იმედი აქვს, რომ თავს დაიმკვიდრებს ძირითად შემადგენლობაში და თავის შესაძლებლობებს მთლიანად გამოავლენს. " ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სეზონია, აუცილებლად გავაუმჯობესებ თამაშს, რადგან გუნდის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ''.
როგორც იცით წინა სეზონში ბოიანს ძალიან ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა, თუმცა მან 12 გოლის გატანა მოახერხა. ამის შესახებ მან განაცხადა: ''მე კმაყოფილი ვარ იმ დროით, რომელიც წინა სეზონში მომეცა სათამაშოდ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ წელს მეტ დროს გავატარებ მოედანზე. მე დავამტკიცე, რომ შემიძლია დროის გამოყენება. იმედი მაქვს, რომ განვაგრძობ ზრდას და გამოვიყენებ ყველა შანსს, რომელსაც მწვრთნელი მომცემს.''
მან ისაუბრა დავიდ ვილიაზეც: ''ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას შეუძლია მოგვიტანოს პოზიტიური შედეგები. ჩემი აზრით მას ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს.''
მან კომენტარი გააკეთა'' სევილიასთან'' წაგებულ მატჩზე: ''ჩვენ შემდეგი თამაში შინ გვაქვს, ეს ჩვენი მეორე შანსია და ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია.''
საუბრის ბოლოს მან შეაქო ახალგაზრდა ფეხბურთელები: ''ისინი ძალიან კარგად თამაშობენ, ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით მათ, თუმცა არამგონია ეს დასჭირდეთ, ისინი ხომ ყველაფერს შესანიშნავად აკეთებენ.''
წყარო: fcbarcelona.cat
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]