ჟირონა-ბარსელონა: ერნეტსო ვალვერდე მატჩის წინ

ჟირონა-ბარსელონა: ერნეტსო ვალვერდე მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "ჟირონასთან" ხვალ გასამართი შეხვერის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"ჟირონასთან" თამაში

"კარგ ფორმაში ვართ და ჩვენი მიზანია მოგებათა სერია განვაგრძოთ, სანამ შევძლებთ. პირველი 5 თამაშის მოგებით უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ.

ჩვენს წინააღმდეგ კიდევ ერთი გუნდი ითამაშებს. არასდროს იცი, როგორ წარიმართება თამაში და რა პრობლემებს გადააწყდები. შესაძლოა, ისეთი რამე დაგიპირისპირდეს, რასაც ვერ მოერევი, თუმცა ჩვენი მიზანი წინსვლის გაგრძელებაა.

"ჟირონა" იბრძოლებს. ჩვენ ვიცით, როგორი ტიპის თამაში გველის. ვიცით, რას ნიშნავს დერბი.

სეზონი ახალი დაწყებულია. წინ აღმასვლები და დაღმასვლები გველის. სირთულეებს უნდა გავუმკლავდეთ და საკუთარი თავი საუკეთესო მხრივ წარმოვაჩინოთ.

მეტოქეს, საკუთარ მოედანზე, დამატებითი მოტივაცია აქვს. მათ ზურგს გულშემატკივრები უმაგრებენ. აქამდე, ისინი საკუთარ მოედანზე წარამტებით თამაშობდნენ - "ატლეტიკო", "მალაგა"... ძალიან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. ჩვენთვის, სამ ქულას ფუნდამენტალური მნიშვნელობა აქვს."

ლუის სუარესი

ლუის სუარესმა, ტრავმის მორჩენის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებშიც და ჩვენთანაც შეუცვლელად ითამაშა, წინა შეხვედრაში კი მას დასვენების საშუალება მივეცით. შეგვიძლია ის "ჟირონასთან" მატჩში გამოვიყენოთ.

ხავიერ მასკერანო

ხავიერ მასკერანო გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ როგორც ვიცი, ის წინა სეზონშიც ზოგჯერ თამაშობდა და ზოგჯერ არა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და სათამაშო დროს მიიღებს. ხავიერი გუნდის ნაწილია და ის კარგ ფორმაშია.

ლიონელ მესი

მესის დასვენების დრო ჯერ არ მოსულა და ამ საკითხზე არ ვფიქრობ. როდესაც ფეხბურთელს ერთ მატჩში 4 გოლი გააქვს, როგორც წესი, ის მომდევნო შეხვედრაში არ ისვენებს. ჩემს კარიერაში ასეთი რამ არასდროს მომხდარა.

ჩემი წვლილი მესის ფომრაში? ჩემი საქმე მისი მოედანზე შეშვებაა. გატანილ გოლებზე პასუხისმგებლობას ფეხბურთელი თავად იღებს. მას საგოლე გადაცემას მე არ ვუკეთებ.

ციფრები ადასტურებს, რომ ლეო საუკეთესო ფომრაშია და გვინდა, რომ ასე გაგრძელდეს. ის მოედანზე გადამწყვეტ როლს თამაშობს. რასაც ის ყოველ კვირა აკეთებს, რაღაც განსაკუთრებულია. ის ისეთ რაღაცეებს აკეთებს, რაც ხალხს შეუძლებელია ჰგონია და გვინდა, რომ ასე გააგრძელოს.

"რეალი"

"რეალის" ცუდი ფორმა? ამ გუნდთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი არ მქონია. მე კედლის მეორე მხარეს ვარ. შენ ან "ბარსასკენ" ხარ, ან "რეალისკენ." თუმცა, ვაპირებ, შექმნილი მდგომარეობა გამოვიყენო.

თვალს ყველა კონკურენტს ვადევნებ. "რეალმა" წააგო, მაგრამ ეს ჩვენც მოგვიწევს. ნორმალურია, რომ როცა ერთი გუნდი კრიზისშია, მეორე კარგად თამაშობს. შემდეგ იქნება შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული...

არ ვიცი, როგორ განიცდიან კლუბები ერთმანეთის კრიზისს. ერთი თვის წინ, ჩვენზეც იგივეს ამბობდნენ. ხმაური ყოველთვის დიდია, მე კი მხოლოდ ჩემი გუნდი მაინტერესებს.

"რეალსა" და მესის ერთი რაოდენობის გოლები აქვთ გატანილი? სხვა გუნდების გოლებს არ ვითვლი. ჩემი სურვილია, რომ ჩემმა გუნდმა ბევრი გოლი გაიტანოს. შედარება კი თქვენი, ჟურნალისტების საქმეა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Gigi da barca
    სტუმარი [?]
    #5 23 სექტემბერი 2017 11:37
    0
    ეს კაცი მომწონს მაგარია
    იმენა და რმე არ ტქვატ ამაზე მაგარი კაცია და წელს მოიგებენ ესენიყველფაერს
    Messi.jordan.federeri
    სტუმარი [?]
    #4 23 სექტემბერი 2017 00:48
    0
    Es raghac cudat abjuturda,ar momewona amis saubari.
    Xvale uechveli unda moigoth maqsimalurad inda gamoviyenot realis chavardna
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 22 სექტემბერი 2017 23:27
    0
    გავხევთ ჟირონას ურჭველი.სუამ მესიმ და მასკემ უნდა ითამაშონ სამივემ.სოსიედადს რომ მოუგეს არ მეგონა რეალი თუ ბეტისთან სახლში წააგებდა.რაც მოხდა მოხდა.მთავარია გოლი არ გავუშვათ და არც გავუშვებთ.ლეო და სუა შეყრიან ბლომად ხვალ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 სექტემბერი 2017 23:24
    0
    ვალო შე მაგარო გააგრძელე მოგებებით
    Barca The Best
    სტუმარი [?]
    #1 22 სექტემბერი 2017 23:10
    0
    midi valo midi sheni imedi gvaq dzma da imedia gaamartleb liga gvinda wels tripletic