ლეო მესი - 100 წარმატებული დრიბლინგი ზედიზედ 10 სეზონში
ასაკის მატების პარალელურად, ლეო მესის სატრანსფერო ღირებულება აკლდება, სხვა ყვეალფერი კი ან უცვლელი რჩება, ან მატულობს.
მესი რომ გოლებისა და საგოლე გადაცემების მიხედვით ისევ მოწინავეთა შორისაა, ეს ერთი შეხედვითაც ჩანს. როგორც ირკვევა, იგივე სიტუაციაა წარმატებულ დრიბლინგებშიც.
Squawka-ს ცნობით, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მესის უკვე 100 წარმატებული დრიბლინგი დაუგროვდა. ეს ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ მე-10 სეზონია, რომელშიც მესიმ სამნიშნა რიცხვს მიაღწია.
- 2010/2011: 186
- 2011/2012: 176
- 2012/2013: 122
- 2013/2014: 142
- 2014/2015: 174
- 2015/2016: 117
- 2016/2017: 126
- 2017/2018: 185
- 2018/2019: 134
- 2019/2020: 100
როგორც ხედავთ, წარმატებული დრიბლინგების მხრივ, ლეო ყველაზე შედეგიანი 2010/2011 წლებში იყო. იმ სეზონში, არგენტინელი, თამაშში, საშუალოდ, 5.6 დრიბლინგს აკეთებდა. მიმდინარე სეზონში, მესის საშუალო შედეგი 5.5 წარმატებული დრიბლინგია, რაც მის კარიერაში მე-2 საუკეთესო მაჩვენებელია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]