პიკე "Barca TV"– სთან
"მართალია ძალიან გაგვიჭირდა გამარჯვება, მაგრამ მთავარია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ. ბოლო 2 მატჩში ვერ ვიმარჯვეთ და ეს მატჩი ჩვენ სასიკეთოდ წარგვადგება. ჩვენ მატჩის უმეტეს ნაწილში ვდომინირებდით მოედანზე, მართალია მინიმალური სხვაობით ვიმარჯვეთ, მაგრამ ვფიქრობ ეს 3 ქულა დავიმსახურეთ და საკმაოდ კარგადაც ვითამაშეთ".
"ჩვენ ზედიზედ 16 მატჩი მოვიგეთ "ლა ლიგაში" ეს ძალიან კარგი შედეგია. ამის შემდეგ ჩვენ 2 მატჩში ვერ ვიმარჯვეთ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენ რაც მთავარია ახლა გავიმარჯვეთ. ჩვენ კვლავ გუნდურად ვთამაშობთ, რაც წარმატების საწინდარია".
"ბოლო მატჩებისგან განსხვავებით სხვა ტაქტიკით გამოვედით მოედანზე, ამ ტაქტიკამ შეიძლება ითქვას გაამართლა. "ბილბაომ" უდიდესი წინააღმდეგობა გაგვიწია. ბასკური კლუბი ძალიან კარგი გუნდია, უდიდესი ტრადიციისა და ისტორიის მქონე, ისინი დღესაც კარგად გამოიყურებიან".
"ჩვენ ახლა ძალიან რთული მატჩები გველის გასვლაზე "მალიორკასთან" და "ვალენსიასთან". თანაც ლაუდრუპის შეგირდებს დანაკლისით შევხვდებით. რაც შეეხება "ჩემპიონთა ლიგას" მასზე მხოლოდ და მხოლოდ "მესტალიაზე" მატჩის შემდეგ ვიფიქრებთ. ჩვენ ამისათვის საკმარისი დრო გვექნება".
"მადრიდის "რეალს" 5 ქულით ვუსწრებთ, საჭიროა, რომ ეს სხვაობა შევინარჩუნოთ. არც "რეალს"ა ქვს იოლი მატჩები ამიტომაც, ჩვენ მაქსიმალური უნდა მივიღოთ ამ სიტუაციიდან".
"არსენალის" წინააღმდეგ ვერ შევძლებ თამაშს, ეს ძალიან ცუდია. მაგრამ მე ჩემი თანაგუნდელების მეიმედება და რა თქმა უნდა მეიმედება გულშემატკივრისა, რომელიც "კამპ ნოუზე" შეიკრიბება 8 მარტს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რათა შევძლოთ და გავიდეთ 1/4 ფინალში".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]