დანი ალვესის ინტერვიუ

დანი ალვესის ინტერვიუ

"ბარსელონას" ბრაზილიელი ლეგენდა, დანი ალვესი საინტერესო ინტერვიუს წერს:

"ბარსა" კვლავ უნდა ავაშენოთ - ამისთვის სტაბილურობა და მხარდაჭერა გვჭირდება. ლაპორტა ამას შეძლებს. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი პრეზიდენტი გვყავს.

რატომ აქვს "ბლაუგრანას" ეკონომიკური კრიზისი და არა "რეალს"? წარმატებულ მენეჯმენტს ცუდს (ბართომეუ და მისი შტაბი)  ვერ შევადარებთ. ფლორენტინო პერესი თავისი გუნდის ინტერესების მიხედვით მოქმედებს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დიდებული იქნება. ყატარში სტუმრებს განსაკუთრებულად ხვდებიან, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო.

ამ მუნდიალზე ნამდვილად ვიქნები და სასიამოვნო იქნება, თუ ეს ფეხბურთელის რანგში მოხდება. შემიძლია თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში? ეს ჩემს მუშაობაზე იქნება დამოკიდებული. ვიცი, ეს როგორი რთულია, თუმცა, საკუთარი შესაძლებლობების მჯერა.

ყოველთვის მინდა, რომ, თუ კოპა ამერიკას ბრაზილია ვერ მოიგებს, ეს ჩემმა მეგობრებმა გააკეთონ. ვერ ვიტყვი, რომ მესის არგენტინის მიერ ბრაზილიის დამარცხებით ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ლეოს ოცნების ახდენა მიხაროდა.

ჩავისთან მუშაობით მოხარული ვარ. როცა თანაგუნდელები ვიყავით, ისტორია დავწერეთ. ახლა სხვა ვითარებაში ვართ და კლუბის შესაფერის ადგილზე დაბრუნება გვევალება. "ბარსელონა" გვიყვარს, რის გამოც მისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ამჟამინდელი მდგომარეობის გამო "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ვყოყმანობდი თუ არა? კლუბში არსებულ სიტუაციას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან, თუ ასე ფიქრობ, "ბარსას" აღარ სჭირდები. აქ გუნდის დასახმარებლად დავბრუნდი. მას საკადრის ადგილზე კვლავ ავიყვანთ.

ბართომეუს პრეზიდენტობის დროს შეთავაზება რომ მიმეღო, დავბრუნდებოდი თუ არა? არა. გუნდი სწორედ მაშინ დავტოვე და მასთან დაბრუნებას აზრი არ ექნებოდა.

შეძლო თუ არა ვინმემ ჩემი შეცვლა? ვფიქრობ, ყველასთვის რთულია იმის გაკეთება, ვინც მანამდე სხვამ გააკეთა. "ბარსელონა" განსხვავებული კლუბია, რომლის ფილოსოფიაც ფეხბურთელმა კარგად უნდა გაიგოს - ეს ბევრ მოთამაშეს არ შეუძლია".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 30 დეკემბერი 2021 14:18
    0
    ვერ ვიტყვი, რომ მესის არგენტინის მიერ ბრაზილიის დამარცხებით ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ლეოს ოცნების ახდენა მიხაროდა.
    აი ამას რო ალალად ამბობს, ეჭვიც კი არ მეპარება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 დეკემბერი 2021 00:15
    1
    დანი ჯიგარსონ!!!
    ვაფასებ ყველას, ვისაც გუნდი უყვარს და არა ფული.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 დეკემბერი 2021 23:42
    2
    ნეტა როდის მოვა ის დღე დანაკლისი რომ არ ექნება ბარსას
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 დეკემბერი 2021 23:22
    2
    ვაიმეე ერთი სული მაქვს ოპტიმალური შემადგენლობა როდის გვეყოლება.წესით რეალთან ფერანი,ფატი,პედრი,ალვეში და დეპაიც ჯანზე უნდა იყვნენ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #2 29 დეკემბერი 2021 23:18
    3
    მაგარი კაცია დანი, თან ჟილკიანი და თან მასხარა❤❤
    P.S. ბართომეუს დდშვც
    Temo Devadze
    სტუმარი [?]
    #1 29 დეკემბერი 2021 23:07
    4
    მაგ ჟილკის და მონდომების გამოო ხარ ყველაზე ძლიერიი ❤