გუტი: "მოურინიო უბრალოდ თავს იმართლებს"
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად "ბეშიქთაშის" ღირსებას იცავს, ხოსე მარია გუტიერესი, განცვიფრებულია ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი შეხვედრით, სადაც "თეთრებმა" უმასპინძლეს "ლურჯ–ბროწეულისფერებს". იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "სპორტი".
გუტიმ გააკრიტიკა ჟოზე მოურინიო: "ამ თამაშმა ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა. "ბარსელონამ" იცის, თუ რისი მიღწევა უნდა, მაგრამ "რეალმა" – არა. რა თქმა უნდა, ამ თამაშში რეფერის გადაწყვეტილებასაც დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, როდესაც მოედნიდან გააძევა მართლაც გამორჩეული ფიგურა, პეპე, მაგრამ რაც შეეხება მოურინიოს, ის უბრალოდ, თავის სტილში ცდილობს გამართლება მოუძებნოს იმას, რომ არაფერი გამოუვიდა თავისი ტაქტიკის გამოყენებით". დაასრულა გუტიმ.
P.S. ესეც 400 სიახლე... :feel:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]