ბარსელონა ტიაგოს დაბრუნებას ადასტურებს
"ბარსელონა" ადასტურებს, რომ ყოფილი ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა "ბლაუგრანაში" ბრუნდება. ის გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი იქნება.
"ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ტიაგო სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს და ჰანსი ფლიკის ასისტენტი იქნება. ალკანტარას როლი მოიცავს ტატქიკურ ასპექტებში დახმარებასა და ვარჯიშების მომზადებას, ასევე გამოცდილების გაზიარებას გუნდის ყოველდღიური სამუშაოს გასამდიდრებლად.
ტიაგო მუშაობას დღეიდან უკვე შეუდგა.
ტიაგო ალკანატარა "ბარსას" სკოლის აღზრდილია. ის კატალონიელთა პირველ გუნდში 2010-2013 წლებში ირიცხებოდა. მისი "ბარსელონური" მონაგარი 101 მატჩს, 11 გოლსა და 20 ასისტს მოითვლის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]