„ბარსელონა“ სონგის 25 მილიონ ევროდ გასაშვებად მზადაა

„ბარსელონა“ სონგის 25 მილიონ ევროდ გასაშვებად მზადაა

"ბარსელონა" კამერუნელი ნახევარმცველი ალექს სონგის გასაყიდად მზადაა, რომლითაც აქტიურად ინტერესდებიან ინგლისური კლუბები.

როგორც Marca იტყობინება, კატალონიელები 26 წლის კამერუნელში 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ, რაც 6 მილიონი ევროთი მეტია იმ თანხაზე, რომელიც "ბლაუგრანამ" 2012 წლის ზაფხულში "არსენალს" ფეხბურთელის ტრანსფერში გადაუხადა. ამ მომენტში, ფეხბურთელის მომსახურებით დაინტერესებულია "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი".

ალექს სონგმა, საერთო ჯამში, "ბარსელონას" შემადგენლობაში 65 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ორი შედეგიანი გადაცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.