ინიესტა ვალდესის წასვლაზე საუბრობს

ინიესტა ვალდესის წასვლაზე საუბრობს

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ თავისი დამოკიდებულება გამოხატა მეკარე ვიქტორ ვალდესის კატალონიური კლუბიდან წასვლასთან დაკავშირებით.

"მე ძალიან დამწუხრებული ვიყავი, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ვალდესის დრო "ბარსაში" დასრულდა. ეს მტკივნეული იყო.

ჩვენთვის, ვალდესი ძირითადი ფეხბურთელი იყო. ახლა, ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვაქვს." - განაცხადა ანდრეს ინიესტამ.

ამჟამად, ვალდესს ტრავმა აწუხებს, რამაც მას ხელი შეუშალა "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებაში. ცნობილია, რომ ესპანელი "ბავარიაში" გადავა, როდესაც გამოჯანმრთელდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 98 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.