"ბარსელონას" 5 ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებში

"ბარსელონას" 5 ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებში

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, პარასკევს, დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში. დელ ბოსკემ განაცხადში "ბარსას" 5 ფეხბურთელი შეიყვანა, კერძოდ, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა და პედრო.

ესპანეთის ეროვნული ნაკრები, ხუთშაბათს, 9 ოქტომბერს, სლოვაკეთში ითამაშებს. 3 დღის შემდეგ, 12 ოქტომბერს, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი, ლუქსემბურგში გამართავს მატჩს.

"ბლაუგრანას" სხვა ფეხბურთელები, მაგალითად, სერხი რობერტო უკვე გამოძახებულია ესპანეთის U-21 ნაკრებში მუნირთან და სანდროსთან ერთად. ისინი 10 და 14 ოქტომბერს სერბეთის წინააღმდეგ ითამაშებენ, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი-ოფში.

საერთო ჯამში, "ბარსელონას" პირველი გუნდიდან 15 ფეხბურთელია გამოძახებული თავიაანთ ეროვნულ ნაკრებებში. მალე ლუის ენრიკე შემდეგ ფეხბურთელების გარეშე დარჩება: ნეიმარი, მასკერანო, მესი, სუარესი, რაფინია, მატიე, ტერ შტეგენი, ბრავო, რაკიტიჩი, პიკე, ინიესტა, პედრო, ალბა, ბუსკეტსი, ს. რობერტო, მუნირი და სანდრო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.