იბრაჰიმოვიჩმა "ბარსელონაში" გატარებული დრო გაიხსენა
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, თავისი მოგონებები გაგვიზიარა იმ დროზე, რომელიც მან კატალონიურ კლუბში გაატარა.
შევდმა ფორმავრდმა, "ლურჯ-ბროწეულისფერების" შემადგენლობაში, სხვადასხვა ტურნირზე ჩაატარა 46 მატჩი, რომლებშიც 22-ჯერ გამოიჩინა თავი.
"ბარსელონაში", შესაძლოა, მე ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბში ვიყავი. "ბლაუგრანას" თამაში სხვა პლანეტიდანაა. მე მომწონს ამ გუნდის ფეხბურთი. ტექნიკური თვალსაზრისით ყველაფერი იდეალურად იყო. ჩემთან ერთად თამაშობდნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ჩავი, მესი, ინიესტა, პიკე, დანი ალვესი, ბუსკეტსი. უბრალოდ დაუჯერებელია!
2010 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე, "არსენალთან" თამაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო, რომელშიც მე ოდესმე მონაწილეობა მიმიღია. პირველი 30 წუთი უბრალოდ გიჟური იყო." - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 39 ]