მესიმ წილისყრის შემდგომ კომენტარი გააკეთა

მესიმ წილისყრის შემდგომ კომენტარი გააკეთა

კატალონიის "ბარსელონას" 27 წლის არგენტინელმა შემტევმა, ლიონელ მესიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ კატალონიელებს მეტოქედ "მანჩესტერ სიტი" ხვდათ.

"მოუთმენლად ველი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სტარტს. მოხარული ვიქნები ჩემს მეგობარ, სერხიო აგუეროსთან შეხვედრით. მე მას ყოველთვის ვამარცხებ კომპიუტერულ თამაშში FIFA. ვნახოთ რა იქნება მოედანზე." - დაწერა მესიმ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 34 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.