სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე
დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი "ბარსელონა" იქნება. კატალონიური კლუბი გეგმავს ფეხბურთელების როგორც დამატებას, ასევე გუნდიდან გაშვებას.
ამ სიახლეში შემოგთავაზებთ ყველა მეტნაკლებად სანდო სატრანსფერო სიახლეს, რომელიც დღის განმავლობაში გავრცელდება.
- 02:19 - "ბარსელონა" მარკოს ალონსოს ლა ლიგაში ხვალ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაარეგისტრირებს [Relevo]
- 02:12 - "ბარსელონამ" ექტორ ბელერინის ტრანსფერი დაადასტურა
- 02:00 - სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა
- 01:59 - ოფიციალურად: "ბარსელონამ" ექტორ ბელერინი ლა ლიგაში დაარეგისტრირა
- 01:58 - ლა ლიგის ცნობით ბელერინისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერებში ყველაფერი რიგზეა [ჟერარ რომერო]
- 01:51 - "ბარსელონა" "ჩელსისგან" მარკოს ალონსოს დასარეგისტრირებლად დოკუმენტაციას ელოდება [ESPN]
- 01:44 - ობამეიანგისა და ალონსოს ტრანსფერში გარკვეული პრობლემა შეიქმნა, მაგრამ მოგვარდა [კატალონიის რადიო]
- 01:43 - გავი პირველ გუნდში იანვარში დარეგისტრირდება, მანამდე კი ისევ 30 ნომრით ითამაშებს [Relevo]
- 01:10 - "სიურპრიზი" ბერნარდუ სილვა იყო, მაგრამ არ გამოვიდა [ჟერარ რომერო]
- 01:06 - ოფიციალურად: მემფის დეპაი "ბარსელონაში" რჩება. ფეხბურთელმა ეს Twitter-ზე დაადასტურა
- 01:04 - ბარსელონა ალონსოსა და ბელერინის გარდა არავის დაიმატებს, დეპაი გუნდში რჩება [ფაბრიციო რომანო]
- 01:01 - პიანიჩი "ბარსელონას" დღეს არ დატოვებს. ის, შესაძლოა, ისეთ ქვეყანაში გადავიდეს, სადაც სატრანსფერო ფანჯარა მოგვიანებით იხურება [ჟერარ რომერო]
- 00:53 - "ბარსელონაში" ხვდებიან, რომ ახალი ფეხბურთელის დასამატებლად დრო აღააა [ადრიან სანჩესი]
- 00:51 - დეპაის "ჩელსიში" ტრასფერი ჩაიშალა [Gol]
- 00:39 - ლა ლიგაში მიაჩნიათ, რომ "ბარსელონას" კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება გაუჭირდება და თუ გუნდს ვინმე დატოვებს, ეს იჯარა იქნება [ჟერარ რომერო]
- 00:27 - მემფის დეპაის ადვოკატები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფეხბურთელმა "ბარსა" დატოვოს. ამ ეტაპზე შეთანხმება არცერთ გუნდთან არ არსებობს [ჟერარ რომერო]
- 00:14 - "ბომბა" ტრანსფერი და სიურპრიზი არ იქნება. "ბარსელონა" ბელერინის, ალონსოსა და ობამეიანგის ტრანსფერებს დაადასტურებს და მეტი არაფერი მოხდება [Sport]
- 00:08 - დეპაისა და "ჩელსის" შორის მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ სავარაუდოდ მხარეებს დრო არ ეყოფათ [The Independent]
- 00:04 - ოფიციალურად: მარტინ ბრეითუეიტი "ესპანიოლში" გადავიდა
- 23:57 - პიანიჩმა, შესაძლოა, "ბარსელონა" დატოვოს [ჟერარ რომერო]
- 23:48 - ექტორ ბელერინი ბარსელონაში ხვალ ჩავა [ჟერარ რომერო]
- 23:41 - ამჟამად "ბარსელონას" კომუნიკაცია ერთდროულად სამ კლუბთან აქვს [ჟერარ რომერო]
- 23:40 - ჟორჟე მენდეში ბარსელონაშია [ჟერარ რომერო]
- 23:39 - ორივე კლუბი და ფეხბურთელიც ადასტურებს, რომ ალვარო მორატა "ატლეტიკოში" რჩება [ფაბრიციო რომანო]
- 23:37 - შუამავალი, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობდა, მემფის დეპაის "ჩელსიში" ტრანსფერზეც მუშაობა [ჟერარ რომერო]
- 23:28 - ოფიციალურად: "ბარსელონამ" აბდე ეზალზულისთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და ფეხბურთელი "ოსასუნაში" იჯარით გაუშვა
- 23:21 - ობამეიანგი "ჩელსიში" სამედიცინო შემოწმებას გადის [ფაბრიციო რომანო]
- 23:16 - ოფიციალურად: სერჟინიო დესტი "მილანში" იჯარით გადავიდა
- 23:15 - ალვარო მორატა 100%-ით "ატლეტიკოში" რჩება [მატეო მორეტო]
- 23:11 - ჟერარ რომერო: "მორატა ის სიურპრიზი არაა, რომელზეც მე ვსაუბრობ"
- 23:07 - "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ალვარო მორატას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ [Sport]
- 23:00 - მემფის დეპაის გარემოცვა ადასტურებს, რომ ფეხბურთელი ახალ გუნდს ეძებს. მისი ტრანსფერი დომინოს ეფექტს გამოიწვევს [ტონი ხუანმარტი]
- 22:56 - ექტორ ბელერინმა კონტრაქტი უკვე გააფორმა. მან ხელი ელექტრონულად მოაწერა [ადრია ალბეტსი]
- 22:40 - ლალპორტას "სიურპრიზი" ტოპ ფეხბურთელია [კატალონიის რადიო]
- 22:35 - "ბარსელონამ" ნაბილ ფექირისა და დანი ოლმოს იჯარით აყვანა სცადა, თუმცა უშედეგოდ [Relevo]
- 22:25 - ლაპორტას "სიურპრიზის" ხელზე ასაღები ხელფასი ბონუსების ჩათვლით 5.9 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ მის დასარეგისტრირებლად მემფის დეპაის გაყიდვაა საჭირო [ჟერარ რომერო]
- 22:20 - სერია A-ს საიტმა სერჟინიო დესტის "მილანში" გადასვლა დაადასტურა
- 22:17 - ობამეიანგი ლონდონში ჩაფრინდა [ელენა კონდისი]
- 22:14 - ნაბილ ფექირი ადასტურებს, რომ "ბეტისის" ოფისში ხელფასის შესამცირებლად იყო, მიზეზი კი ვილიან ჟოზეს ლა ლიგაში დარეგისტრირებაა [El Chiringuito]
- 22:05 - ნაბილ ფექირი "ბეტისის" ოფისში არა "ბარსელონაში" გადასასვლელად, არამედ ხელფასის შესამცირებლად მივიდა [ელენა კონდისი]
- 22:03 - "ბასელონა" ნაბილ ფექირის დამატებას არ ცდილობს [COPE]
- 22:00 - "ბარსელონა" ნაბილ ფექირის იჯარით აყვანაზე მუშაობს [ადრიან სანჩესი]
- 21:53 - ნაბილ ფექირი "ბეტისში" იმყოფება იმისათვის, რომ "ბარსელონაში" ტრანსფერი დაასრულოს [AS]
- 21:37 - დღეს ლა ლიგაში დაახლოებით 100 მილიონიანი ტრანსფერი განხორციელდება [El Chiringuito]
- 21:31 - ჟორდი ალბა კარიერის "ბარსელონაში" დასრულებას აპირებს. ის დარწმუნებულია, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიბრუნებს [კატალონიის რადიო]
- 21:24 - ექტორ ბელერინის აგენტი ადასტურებს, რომ მან ბარსელონამდე მარკოს ალონსოსთან ერთად იმგზავრა
- 21:24 - ექტორ ბელერინის "ბარსელონაში" გადასვლა 100%-ით გადაწყვეტილია. კონტრაქტი მხოლოდ ერთწლიანი იქნება [ფაბრიციო რომანო]
- 21:15 - "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტის" დღეს დილით ბერნარდუ სილვაში 70+10 მილიონი ევრო შესთავაზა და პასუხს ელის [პედრუ ალმეიდა]
- 21:12 - მარკოს ალონსოსთან ერთად ბარსელონაში ექტორ ბელერინის აგენტიც ჩაფრინდა [ჟერარ რომერო]
- 21:05 - ტომას მუნიეს "ბარსელონაში" გადასვლა 100%-ით გამოირიცხა [ხავი მიგელი]
- 20:54 - მემფის დეპაი "ჩელსის" შეთავაზებით დაინტერესებულია [Mundo Deportivo]
- 20:50 - მარკოს ალონსო მალე ბარსელონას აეროპორტში დაეშვება [ჟერარ რომერო]
- 20:49 - მარტინ ბრეითუეიტმა "ესპანიოლთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა [ფაბრიციო რომანო]
- 20:10 - "ბარსელონა" მარტინ ბრეითუეიტს კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ მხოლოდ 150 ათას ევროს გადაუხდის [ლუის როხო]
- 19:29 - ფრენკი დე იონგის "ბარსელონაში" დარჩენა გადაწყვეტილია [ფაბრიციო რომანო]
- 19:28 - ერთმა კლუბმა ფრენკი დე იონგში "ბარსელონას" დღეს 100 მილიონზე მეტი შესთავაზა [ჟერარ რომერო]
- 18:56 - "ბარსელონამ" ლა ლიგასთან კონსულტაცია გაიარა, თუ შეძლებს, დაარეგისტრიროს ფეხბურთელი, რომლის ხელზე ასაღები ხელფასიც 6 მილიონი ევრო იქნება. ეს ბევრია, ამდენი ხელფასი არც მარკოს ალონსოს ექნება და არც ექტორ ბელერინს [ჟერარ რომერო]
- 18:51 - ობამეიანგი "ბარსელონას" საწვრთნელ ბაზაზე გუნდთან გამოსამშვიდობებლად მივიდა [Sport]
- 18:29 - "ბარსელონა" ბერნარდუ სილვას ტრანსფერს არ გამორიცხავს [ჟერარ რომერო]
- 18:01 - ოფიციალურად: "ბარსელონამ" მარტინ ბრეითუეიტთან კონტრაქტი გაწყვიტა.
- 17:38 - მარკოს ალონსო "ბარსელონაში" 2-3 საათში ჩავა [ჟერარ რომერო]
- 17:27 - მარტინ ბრეითუეიტმა "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაწყვეტას ხელი მოაწერა. ის "ბარსას" ფეხბურთელი აღარაა [ფაბრიციო რომანო]
- 16:54 - ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ ობამეიანგისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერები გადაწყვეტილია
- 16:34 - ექტორ ბელერინმა "არსენალთან" კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია [ESPN]
- 16:33 - გუშინ მემფის დეპაიმ "ბარსელონას" შეატყობინა, რომ გუნდიდან წასვლა უნდა [ჟერარ რომერო]
- 16:32 - ობემეიანგის ტრანსფერის შეთანხმების შემდეგ "ბარსელონამ" და "ჩელსიმ" მოლაპარაკებები მემფის დეპაის ტრანსფერზე დაიწყეს [ჟერარ რომერო]
- 16:13 - ჟორდი ალბამ "ბარსელონას" შეატყობინა, რომ მან დარჩენა გადაწყვიტა [ადრია ალბეტსი]
- 15:53 - გადაწყვეტილია, რომ მარკოს ალონსო "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება [აშრაფ ბენ აიადი"
- 15:18 - ობამეიანგის ტრანსფერი დახურულია - 15 მილიონი + მარკოს ალონსო [ჟერარ რომერო]
- 15:13 - ჟორდი ალბა "ბარსელონაში" რჩება [ხავი მიგელი]
- 14:51 - ბარსელონას აეროპორტში "ჩელსის" თვითმრფინავი იმყოფება, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერის დასრულებას ელოდება [COPE]
- 14:49 - "ბარსელონამ" ალბა ტრანსფერზე დააყენა. ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს, წავა, თუ მთელ სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს [ლუის როხო]
- 14:48 - ჟორდი ალბა "ბარსელონაზე" ნაწყენია, რადგან კლუბმა ის "ინტერს" შესთავაზა [Cuatro]
- 14:24 - "ბარსელონამ" მარჯვენა მცველის პოზიციაზე არჩევანი ექტორ ბელერინზე შეაჩერა. ის ჩავის პრიორიტეტი არ იყო, მაგრამ ფინანსური ფაქტორების გათვალისწინებით არჩევანი სწორედ ბელერინზე შეჩერდა [RAC1]
- 14:10 - ჟორდი ალბა წასვლას არ აპირებს. ის ფიქრობს, რომ სათამაშო დროს მიიღებს [ფაბრიციო რომანო, Sport]
- 14:09 - აბდე ეზალზული იჯარით "ოსასუნაში" გადადის [ჟერარ რომერო]
- 14:08 - აბდე ეზალზულის "ელჩეში" იჯარით გადასვლა შეჩერებულია [Onda Cero]
- 14:00 - "ბარსელონამ" გადაწყვიტა, რომ ალეხანდრო ბალდე გუნდში რჩება [ჟერარ რომერო]
- 13:44 - ალბას დარჩენის შემთხვევაში ბალდეს იჯარით გაშვება გამორიცხული არაა [ჟერარ რომერო]
- 13:41 - აბდე ეზალზული "ელჩეში" იჯარით გადასვლას დასთანხმდა [Onda Cero]
- 13:29 - "ბარსელონამ", შესაძლოა, 2 მარჯვენა მცველი დაიმატოს - ექტორ ბელერინი და ტომას მონიე [ჟერარ რომერო]
- 13:24 - "ბარსელონამ" ბრეითუეიტს სთხოვა, "ესპანიოლში" არ გადასულიყო, მაგრამ დანიელი მაინც ამ გუნდში გადადის [Relevo]
- 13:23 - ექტორ ბელერინი "ბარსელონაში" დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა [Relevo]
- 13:11 - მარკოს ალონსოს აგენტი "ბარსელონას" ოფისში იმყოფება. მხარეები ობამეიანგი/ალონსოს ტრანსფერს ასრულებენ [SER]
- 13:00 - მარტინ ბრეითუეიტმა "ესპანიოლში" სამედიცინო შემოწმება გაიარა [Mundo Deportivo]
- 12:57 - მოსალოდნელია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო საათებში ფრენკი დე იონგის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება [Daily Express, Sport]
- 12:48 - ჟორდი ალბა "ინტერში" გადასვლაზე უარს იტყვის. მას არც წასვლა სურს და არც ხელფასის შემცირება [ლუის როხო]
- 12:37 - მარტინ ბრეითუეიტი "ესპანიოლში" გადადის [Onda Cero]
- 12:22 - "ბარსელონას" სურს, რომ ჟორდი ალბამ გუნდი დატოვოს. კატალონიელებმა ვეტერანი ფეხბურთელი არაერთ გუნდს შესთავაზეს, მათ შორის "ინტერს". თუმცა ალბას დარჩენა უნდა [TuttoMercato]
- 12:20 - "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერიკ ტენ ჰაგს ურჩია, "აიაქსის" მეტი ყოფილი ფეხბურთელი აღარ დაემატებინა. სწორედ ამიტომ გამოირიცხა სერჟინიო დესტის ინგლისურ გუნდში გადასვლა [აშრაფ ბენ აიადი]
- 12:17 - "ბარსელონა" და "ჩელსი" ობამეიანგის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. საუბარია 16 მილიონსა და მარკოს ალონსოზე [Relevo]
- 11:51 - "ბარსელონამ" ხულიან არაუხოს ამ ეტაპზე დამატება გამორიცხა. კატალონიური გუნდი ამერიკელ მარჯვენა მცველს, შესაძლოა, იანვარში მიუბრუნდეს [Relevo]
- 11:01 - სერჟინიო დესტი მილანში გაფრინდა და მალე "მილანს" შეუერთდება [COPE]
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 17
კომენტარები [ 322 ]