სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და მოსალოდნელია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი "ბარსელონა" იქნება. კატალონიური კლუბი გეგმავს ფეხბურთელების როგორც დამატებას, ასევე გუნდიდან გაშვებას.

ამ სიახლეში შემოგთავაზებთ ყველა მეტნაკლებად სანდო სატრანსფერო სიახლეს, რომელიც დღის განმავლობაში გავრცელდება.

  • 02:19 - "ბარსელონა" მარკოს ალონსოს ლა ლიგაში ხვალ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაარეგისტრირებს [Relevo]
  • 02:12 - "ბარსელონამ" ექტორ ბელერინის ტრანსფერი დაადასტურა
  • 02:00 - სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა
  • 01:59 - ოფიციალურად: "ბარსელონამ" ექტორ ბელერინი ლა ლიგაში დაარეგისტრირა
  • 01:58 - ლა ლიგის ცნობით ბელერინისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერებში ყველაფერი რიგზეა [ჟერარ რომერო]
  • 01:51 - "ბარსელონა" "ჩელსისგან" მარკოს ალონსოს დასარეგისტრირებლად დოკუმენტაციას ელოდება [ESPN]
  • 01:44 - ობამეიანგისა და ალონსოს ტრანსფერში გარკვეული პრობლემა შეიქმნა, მაგრამ მოგვარდა [კატალონიის რადიო]
  • 01:43 - გავი პირველ გუნდში იანვარში დარეგისტრირდება, მანამდე კი ისევ 30 ნომრით ითამაშებს [Relevo]
  • 01:10 - "სიურპრიზი" ბერნარდუ სილვა იყო, მაგრამ არ გამოვიდა [ჟერარ რომერო]
  • 01:06 - ოფიციალურად: მემფის დეპაი "ბარსელონაში" რჩება. ფეხბურთელმა ეს Twitter-ზე დაადასტურა
  • 01:04 - ბარსელონა ალონსოსა და ბელერინის გარდა არავის დაიმატებს, დეპაი გუნდში რჩება [ფაბრიციო რომანო]
  • 01:01 - პიანიჩი "ბარსელონას" დღეს არ დატოვებს. ის, შესაძლოა, ისეთ ქვეყანაში გადავიდეს, სადაც სატრანსფერო ფანჯარა მოგვიანებით იხურება [ჟერარ რომერო]
  • 00:53 - "ბარსელონაში" ხვდებიან, რომ ახალი ფეხბურთელის დასამატებლად დრო აღააა [ადრიან სანჩესი]
  • 00:51 - დეპაის "ჩელსიში" ტრასფერი ჩაიშალა [Gol]
  • 00:39 - ლა ლიგაში მიაჩნიათ, რომ "ბარსელონას" კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება გაუჭირდება და თუ გუნდს ვინმე დატოვებს, ეს იჯარა იქნება [ჟერარ რომერო]
  • 00:27 - მემფის დეპაის ადვოკატები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფეხბურთელმა "ბარსა" დატოვოს. ამ ეტაპზე შეთანხმება არცერთ გუნდთან არ არსებობს [ჟერარ რომერო]
  • 00:14 - "ბომბა" ტრანსფერი და სიურპრიზი არ იქნება. "ბარსელონა" ბელერინის, ალონსოსა და ობამეიანგის ტრანსფერებს დაადასტურებს და მეტი არაფერი მოხდება [Sport]
  • 00:08 - დეპაისა და "ჩელსის" შორის მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ სავარაუდოდ მხარეებს დრო არ ეყოფათ [The Independent]
  • 00:04 - ოფიციალურად: მარტინ ბრეითუეიტი "ესპანიოლში" გადავიდა
  • 23:57 - პიანიჩმა, შესაძლოა, "ბარსელონა" დატოვოს [ჟერარ რომერო]
  • 23:48 - ექტორ ბელერინი ბარსელონაში ხვალ ჩავა [ჟერარ რომერო]
  • 23:41 - ამჟამად "ბარსელონას" კომუნიკაცია ერთდროულად სამ კლუბთან აქვს [ჟერარ რომერო]
  • 23:40 - ჟორჟე მენდეში ბარსელონაშია [ჟერარ რომერო]
  • 23:39 - ორივე კლუბი და ფეხბურთელიც ადასტურებს, რომ ალვარო მორატა "ატლეტიკოში" რჩება [ფაბრიციო რომანო]
  • 23:37 - შუამავალი, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობდა, მემფის დეპაის "ჩელსიში" ტრანსფერზეც მუშაობა [ჟერარ რომერო]
  • 23:28 - ოფიციალურად: "ბარსელონამ" აბდე ეზალზულისთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და ფეხბურთელი "ოსასუნაში" იჯარით გაუშვა
  • 23:21 - ობამეიანგი "ჩელსიში" სამედიცინო შემოწმებას გადის [ფაბრიციო რომანო]
  • 23:16 - ოფიციალურად: სერჟინიო დესტი "მილანში" იჯარით გადავიდა
  • 23:15 - ალვარო მორატა 100%-ით "ატლეტიკოში" რჩება [მატეო მორეტო]
  • 23:11 - ჟერარ რომერო: "მორატა ის სიურპრიზი არაა, რომელზეც მე ვსაუბრობ"
  • 23:07 - "ბარსელონა" და "ატლეტიკო" ალვარო მორატას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ [Sport]
  • 23:00 - მემფის დეპაის გარემოცვა ადასტურებს, რომ ფეხბურთელი ახალ გუნდს ეძებს. მისი ტრანსფერი დომინოს ეფექტს გამოიწვევს [ტონი ხუანმარტი]
  • 22:56 - ექტორ ბელერინმა კონტრაქტი უკვე გააფორმა. მან ხელი ელექტრონულად მოაწერა [ადრია ალბეტსი]
  • 22:40 - ლალპორტას "სიურპრიზი" ტოპ ფეხბურთელია [კატალონიის რადიო]
  • 22:35 - "ბარსელონამ" ნაბილ ფექირისა და დანი ოლმოს იჯარით აყვანა სცადა, თუმცა უშედეგოდ [Relevo]
  • 22:25 - ლაპორტას "სიურპრიზის" ხელზე ასაღები ხელფასი ბონუსების ჩათვლით 5.9 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ მის დასარეგისტრირებლად მემფის დეპაის გაყიდვაა საჭირო [ჟერარ რომერო]
  • 22:20 - სერია A-ს საიტმა სერჟინიო დესტის "მილანში" გადასვლა დაადასტურა
  • 22:17 - ობამეიანგი ლონდონში ჩაფრინდა [ელენა კონდისი]
  • 22:14 - ნაბილ ფექირი ადასტურებს, რომ "ბეტისის" ოფისში ხელფასის შესამცირებლად იყო, მიზეზი კი ვილიან ჟოზეს ლა ლიგაში დარეგისტრირებაა [El Chiringuito]
  • 22:05 - ნაბილ ფექირი "ბეტისის" ოფისში არა "ბარსელონაში" გადასასვლელად, არამედ ხელფასის შესამცირებლად მივიდა [ელენა კონდისი]
  • 22:03 - "ბასელონა" ნაბილ ფექირის დამატებას არ ცდილობს [COPE]
  • 22:00 - "ბარსელონა" ნაბილ ფექირის იჯარით აყვანაზე მუშაობს [ადრიან სანჩესი]
  • 21:53 - ნაბილ ფექირი "ბეტისში" იმყოფება იმისათვის, რომ "ბარსელონაში" ტრანსფერი დაასრულოს [AS]
  • 21:37 - დღეს ლა ლიგაში დაახლოებით 100 მილიონიანი ტრანსფერი განხორციელდება [El Chiringuito]
  • 21:31 - ჟორდი ალბა კარიერის "ბარსელონაში" დასრულებას აპირებს. ის დარწმუნებულია, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიბრუნებს [კატალონიის რადიო]
  • 21:24 - ექტორ ბელერინის აგენტი ადასტურებს, რომ მან ბარსელონამდე მარკოს ალონსოსთან ერთად იმგზავრა
  • 21:24 - ექტორ ბელერინის "ბარსელონაში" გადასვლა 100%-ით გადაწყვეტილია. კონტრაქტი მხოლოდ ერთწლიანი იქნება [ფაბრიციო რომანო]
  • 21:15 - "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტის" დღეს დილით ბერნარდუ სილვაში 70+10 მილიონი ევრო შესთავაზა და პასუხს ელის [პედრუ ალმეიდა]
  • 21:12 - მარკოს ალონსოსთან ერთად ბარსელონაში ექტორ ბელერინის აგენტიც ჩაფრინდა [ჟერარ რომერო]
  • 21:05 - ტომას მუნიეს "ბარსელონაში" გადასვლა 100%-ით გამოირიცხა [ხავი მიგელი]
  • 20:54 - მემფის დეპაი "ჩელსის" შეთავაზებით დაინტერესებულია [Mundo Deportivo]
  • 20:50 - მარკოს ალონსო მალე ბარსელონას აეროპორტში დაეშვება [ჟერარ რომერო]
  • 20:49 - მარტინ ბრეითუეიტმა "ესპანიოლთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა [ფაბრიციო რომანო]
  • 20:10 - "ბარსელონა" მარტინ ბრეითუეიტს კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ მხოლოდ 150 ათას ევროს გადაუხდის [ლუის როხო]
  • 19:29 - ფრენკი დე იონგის "ბარსელონაში" დარჩენა გადაწყვეტილია [ფაბრიციო რომანო]
  • 19:28 - ერთმა კლუბმა ფრენკი დე იონგში "ბარსელონას" დღეს 100 მილიონზე მეტი შესთავაზა [ჟერარ რომერო]
  • 18:56 - "ბარსელონამ" ლა ლიგასთან კონსულტაცია გაიარა, თუ შეძლებს, დაარეგისტრიროს ფეხბურთელი, რომლის ხელზე ასაღები ხელფასიც 6 მილიონი ევრო იქნება. ეს ბევრია, ამდენი ხელფასი არც მარკოს ალონსოს ექნება და არც ექტორ ბელერინს [ჟერარ რომერო]
  • 18:51 - ობამეიანგი "ბარსელონას" საწვრთნელ ბაზაზე გუნდთან გამოსამშვიდობებლად მივიდა [Sport]
  • 18:29 - "ბარსელონა" ბერნარდუ სილვას ტრანსფერს არ გამორიცხავს [ჟერარ რომერო]
  • 18:01 - ოფიციალურად: "ბარსელონამ" მარტინ ბრეითუეიტთან კონტრაქტი გაწყვიტა.
  • 17:38 - მარკოს ალონსო "ბარსელონაში" 2-3 საათში ჩავა [ჟერარ რომერო]
  • 17:27 - მარტინ ბრეითუეიტმა "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაწყვეტას ხელი მოაწერა. ის "ბარსას" ფეხბურთელი აღარაა [ფაბრიციო რომანო]
  • 16:54 - ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ ობამეიანგისა და მარკოს ალონსოს ტრანსფერები გადაწყვეტილია
  • 16:34 - ექტორ ბელერინმა "არსენალთან" კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია [ESPN]
  • 16:33 - გუშინ მემფის დეპაიმ "ბარსელონას" შეატყობინა, რომ გუნდიდან წასვლა უნდა [ჟერარ რომერო]
  • 16:32 - ობემეიანგის ტრანსფერის შეთანხმების შემდეგ "ბარსელონამ" და "ჩელსიმ" მოლაპარაკებები მემფის დეპაის ტრანსფერზე დაიწყეს [ჟერარ რომერო]
  • 16:13 - ჟორდი ალბამ "ბარსელონას" შეატყობინა, რომ მან დარჩენა გადაწყვიტა [ადრია ალბეტსი]
  • 15:53 - გადაწყვეტილია, რომ მარკოს ალონსო "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება [აშრაფ ბენ აიადი"
  • 15:18 - ობამეიანგის ტრანსფერი დახურულია - 15 მილიონი + მარკოს ალონსო [ჟერარ რომერო]
  • 15:13 - ჟორდი ალბა "ბარსელონაში" რჩება [ხავი მიგელი]
  • 14:51 - ბარსელონას აეროპორტში "ჩელსის" თვითმრფინავი იმყოფება, რომელიც ობამეიანგის ტრანსფერის დასრულებას ელოდება [COPE]
  • 14:49 - "ბარსელონამ" ალბა ტრანსფერზე დააყენა. ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს, წავა, თუ მთელ სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს [ლუის როხო]
  • 14:48 - ჟორდი ალბა "ბარსელონაზე" ნაწყენია, რადგან კლუბმა ის "ინტერს" შესთავაზა [Cuatro]
  • 14:24 - "ბარსელონამ" მარჯვენა მცველის პოზიციაზე არჩევანი ექტორ ბელერინზე შეაჩერა. ის ჩავის პრიორიტეტი არ იყო, მაგრამ ფინანსური ფაქტორების გათვალისწინებით არჩევანი სწორედ ბელერინზე შეჩერდა [RAC1]
  • 14:10 - ჟორდი ალბა წასვლას არ აპირებს. ის ფიქრობს, რომ სათამაშო დროს მიიღებს [ფაბრიციო რომანო, Sport]
  • 14:09 - აბდე ეზალზული იჯარით "ოსასუნაში" გადადის [ჟერარ რომერო]
  • 14:08 - აბდე ეზალზულის "ელჩეში" იჯარით გადასვლა შეჩერებულია [Onda Cero]
  • 14:00 - "ბარსელონამ" გადაწყვიტა, რომ ალეხანდრო ბალდე გუნდში რჩება [ჟერარ რომერო]
  • 13:44 - ალბას დარჩენის შემთხვევაში ბალდეს იჯარით გაშვება გამორიცხული არაა [ჟერარ რომერო]
  • 13:41 - აბდე ეზალზული "ელჩეში" იჯარით გადასვლას დასთანხმდა [Onda Cero]
  • 13:29 - "ბარსელონამ", შესაძლოა, 2 მარჯვენა მცველი დაიმატოს - ექტორ ბელერინი და ტომას მონიე [ჟერარ რომერო]
  • 13:24 - "ბარსელონამ" ბრეითუეიტს სთხოვა, "ესპანიოლში" არ გადასულიყო, მაგრამ დანიელი მაინც ამ გუნდში გადადის [Relevo]
  • 13:23 - ექტორ ბელერინი "ბარსელონაში" დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა [Relevo]
  • 13:11 - მარკოს ალონსოს აგენტი "ბარსელონას" ოფისში იმყოფება. მხარეები ობამეიანგი/ალონსოს ტრანსფერს ასრულებენ [SER]
  • 13:00 - მარტინ ბრეითუეიტმა "ესპანიოლში" სამედიცინო შემოწმება გაიარა [Mundo Deportivo]
  • 12:57 - მოსალოდნელია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო საათებში ფრენკი დე იონგის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება [Daily Express, Sport]
  • 12:48 - ჟორდი ალბა "ინტერში" გადასვლაზე უარს იტყვის. მას არც წასვლა სურს და არც ხელფასის შემცირება [ლუის როხო]
  • 12:37 - მარტინ ბრეითუეიტი "ესპანიოლში" გადადის [Onda Cero]
  • 12:22 - "ბარსელონას" სურს, რომ ჟორდი ალბამ გუნდი დატოვოს. კატალონიელებმა ვეტერანი ფეხბურთელი არაერთ გუნდს შესთავაზეს, მათ შორის "ინტერს". თუმცა ალბას დარჩენა უნდა [TuttoMercato]
  • 12:20 - "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერიკ ტენ ჰაგს ურჩია, "აიაქსის" მეტი ყოფილი ფეხბურთელი აღარ დაემატებინა. სწორედ ამიტომ გამოირიცხა სერჟინიო დესტის ინგლისურ გუნდში გადასვლა [აშრაფ ბენ აიადი]
  • 12:17 - "ბარსელონა" და "ჩელსი" ობამეიანგის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. საუბარია 16 მილიონსა და მარკოს ალონსოზე [Relevo]
  • 11:51 - "ბარსელონამ" ხულიან არაუხოს ამ ეტაპზე დამატება გამორიცხა. კატალონიური გუნდი ამერიკელ მარჯვენა მცველს, შესაძლოა, იანვარში მიუბრუნდეს [Relevo]
  • 11:01 - სერჟინიო დესტი მილანში გაფრინდა და მალე "მილანს" შეუერთდება [COPE]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 322 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    CHEPE24
    სტუმარი [?]
    #162 1 სექტემბერი 2022 22:26
    2
    კაიფი იქნება ტრენტ ალექსანდრ არნოლდი რომ იყოს ეგ ტრანსფერი😄😄😄 ვაახ რას გაასწორებდა ისე ეგ და ბელერინი მაგ ფლანგზე😄😄😄
    საიტის ლეგენდა  [?]
    #161 1 სექტემბერი 2022 22:25
    1
    ანუ ობამას ტრანსფერის ალბათობას ტრანსფერმარკტი 46% აფასებს;
    აი დეპაიზე ჭორს წერენ იუვენტუსზე 64% ალბათობით;
    კაცმა არ იცის რა მოხდება მოკლედ;

    რაც შეეხება ბერნარდოს, მისი ტრანსფერი რაღაცით დეკოს ტრანსფერს მაგონებს, ფრენკი კი ჯოვანი ვჰ-ს
    კესი იაია ტურეს...
    თუ გახსოვთ მაგ სამეულმა რომ დატოვა ბარსა, მერე ვინები წამოვიდნენ? ბუსი,ჩავი, ინი... ამ სამეულმა გადაიბარა, ნუ ჩავი მანამდეც იყო სასტავის კაცი, ხანდახან როტაციებშიც
    აი ანსუ კი უფრო ეტოო'ს, ოღონდაც უფრო ბარსას ეტოოს, უფრო ერთგულს, უფრო ზრდილობიანსა და კულტურულს, კანის ფერი არაფერ შუაშია, ფორვარდის სტილის გფამო, გაბარიები, აღნაგობა, ტექნიკა...

    მაგრამ მაინც იქნება ერთი დანაკლისი, კი იცით
    რადგან ლეოსნაირი დიდი ხანი არ დაიბადება, ამას უნდა შევეგუოთ
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #160 1 სექტემბერი 2022 22:23
    1
    ბერნანდუ სულ რომ არ მოვიყვანოთ მაინც ძალიან მაგარი სატრანსფერო ფანჯარა გამოდის, ნაგვები გაიყარა და საჭირო პოზიციებიც შეივსო, ბერნანდუ კი ბონუსი იქნება და იმედია დავითრევთ
    მწერალი [?]
    #159 1 სექტემბერი 2022 22:23
    1
    არაო ფეკირი არაო, ნეტა ვინაა ის დალოცვილი 😁😂😂 ბიჯო რა დაგვაინტრიგა ლაპომ, ნეტა ღირდეს მაინც ლოდონი და მართლა გავიხაროთ რა, არ იტყოდა ალბათ მოგვარებული რო არ იყოს.
    [?]
    #158 1 სექტემბერი 2022 22:20
    1
    ფექირი მეც მაგრად მევასება,ტექნიკის მამაა, მარა არც პოზიციურად არაა მისი ადგილი ბარსაში და არც კალიბრი აქვს შოკის მომგვრელის. ვნახოთ ვნახოთ, ძალიან ჩვეულებრივი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე სერიოზულად წაძაბა რომერომ. რა გამოვა არ ვიცი მარა რაღაცას რო ცდილობენ ფაქტია.
    Culé [?]
    #157 1 სექტემბერი 2022 22:18
    0
    იმენა 01:58 ზე უნდა გამოაცხადონ და დაგვტანჯონ ხო?
    გულშემატკივარი [?]
    #156 1 სექტემბერი 2022 22:15
    0
    ფეკირის ტრანსფერი გამისწორდება მარა ყველა რო გააოცოს კი არა საერთორ არავინ უნდა გაოცდეს მაგ ტრანსფერით...
    ბერნარდო სილვა როგორ მინდა თქვენ ხო არ იცით :))) აი ლევანდოვსკიზე არაფრით ნაკლები ტრანსფერი იქნება
    Culé [?]
    #155 1 სექტემბერი 2022 22:14
    0
    ციტატა: CHEPE24
    ციტატა: Gaucho24
    ციტატა: CHEPE24
    ციტატა: Gaucho24
    ნაბილ ფექირი ვინაა ვაფშე

    ლიონის ყოფილი იგროკი ანუ იჯარაზე მუშაობენ რო რამე გამოსადეგი ტიპია ნორმალური კლასის ბრაიტას მილიონად ჯობია ეგ... დეპაისნაირი სტილისაა ისე

    ვიცი ვინცაა , ვიხუმრე უბრალოდ მოლოდინებიდან გამომდინარე , ისე მაინც მადლობა

    აა ჰოო😅😅😅 ისე კი გამიკვირდა მეც დაუფიქრებლად მოგწერე არადა ლალიგაში როგორ არეცოდინება კაცს😅😅 ჩვენთან კი იგიჟებდა თავს ბეტისის რიგებში ისე გაუტანია და არაერთი ლამაზი გოლი თუნდაც 1×1 ზე შტეგენთან გასულს

    ისე ეს გაზეთები რას აფრენენ ხოლმე სად ანდალუსია და სად ბარსელონა🤔
    გეგონება ესპანიოლში თამაშობდეს რომ იქ ოფისში მივიდეს და ბარსას ელოდებოდეს

    ცუდი ფეხბურთელი არაა მაგრამ მაქსიმუმ არსენალი ან მილანი ინტერი , ბარსაში ვერ წარმომიდგენია რატომღაც თან არ გვჭირდება 😂
    CHEPE24
    სტუმარი [?]
    #154 1 სექტემბერი 2022 22:13
    0
    ციტატა: Gaucho24
    ციტატა: CHEPE24
    ციტატა: Gaucho24
    ნაბილ ფექირი ვინაა ვაფშე

    ლიონის ყოფილი იგროკი ანუ იჯარაზე მუშაობენ რო რამე გამოსადეგი ტიპია ნორმალური კლასის ბრაიტას მილიონად ჯობია ეგ... დეპაისნაირი სტილისაა ისე

    ვიცი ვინცაა , ვიხუმრე უბრალოდ მოლოდინებიდან გამომდინარე , ისე მაინც მადლობა

    აა ჰოო😅😅😅 ისე კი გამიკვირდა მეც დაუფიქრებლად მოგწერე არადა ლალიგაში როგორ არეცოდინება კაცს😅😅 ჩვენთან კი იგიჟებდა თავს ბეტისის რიგებში ისე გაუტანია და არაერთი ლამაზი გოლი თუნდაც 1×1 ზე შტეგენთან გასულს

    ისე ეს გაზეთები რას აფრენენ ხოლმე სად ანდალუსია და სად ბარსელონა🤔
    გეგონება ესპანიოლში თამაშობდეს რომ იქ ოფისში მივიდეს და ბარსას ელოდებოდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #153 1 სექტემბერი 2022 22:09
    1
    აუუუ, ეს მადრიდული AS ყოფილა დებილების კანტორა;
    რა ბეტისში იმყოფება შვილო? ბეტისი არის კლუბი, აბა სად იქნება?
    ანუ ბაზაზეა? აბა სად ჯანდაბაში იქნება?
    ანუ სევილიაშია, ბეტისი ქალაქ სევილიის გუნდია;
    ბეტისი ქვია მდინარეს, გვადალკივირს, ძველი სახელია,ანტიკური, რომაელებამდელი და რომაელების დროინდელი; მაგის გამო ერქვა ანდალუსიის მხარეს ბეტიკა (ანდალუსიის მთებსაც ეგრე ერქვა, ბეტის მთები)
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #152 1 სექტემბერი 2022 22:08
    0
    აჰა ჭორი ყოფილა, მეთქი ბომბს დაგვპირდნენ და ხლაპუშკა შემოგვტენესთქო, 🤣, არაა ფეკირი ცუდი მაგრამ სად ბერნანდუ და სად ფეკირი
    Culé [?]
    #151 1 სექტემბერი 2022 22:07
    0
    ციტატა: CHEPE24
    ციტატა: Gaucho24
    ნაბილ ფექირი ვინაა ვაფშე

    ლიონის ყოფილი იგროკი ანუ იჯარაზე მუშაობენ რო რამე გამოსადეგი ტიპია ნორმალური კლასის ბრაიტას მილიონად ჯობია ეგ... დეპაისნაირი სტილისაა ისე

    ვიცი ვინცაა , ვიხუმრე უბრალოდ მოლოდინებიდან გამომდინარე , ისე მაინც მადლობა
    მწერალი [?]
    #150 1 სექტემბერი 2022 22:07
    0
    თუ ფეკირს გულისხმობდა ლაპორტა და ამდენი ხანი გვალოდინა მაგის გულიზე დასაბრედია 😂😂
    CHEPE24
    სტუმარი [?]
    #149 1 სექტემბერი 2022 22:06
    0
    ციტატა: Gaucho24
    ნაბილ ფექირი ვინაა ვაფშე

    ლიონის ყოფილი იგროკი ანუ იჯარაზე მუშაობენ რო რამე გამოსადეგი ტიპია ნორმალური კლასის ბრაიტას მილიონად ჯობია ეგ... დეპაისნაირი სტილისაა ისე
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #148 1 სექტემბერი 2022 22:05
    1
    ფეკირი იჯარით? მე ვიცი ფეკირი და ძაან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ლაპორტამ აბა ბომბიო და მე ბომბს ვეძახი ბერნანდუს და ეგეთებს, ფეკირის იჯარით აყვანა ბომბი კიარა ბომბაჩკაა🤣, ხუმრობა იქით იყოს და კარგი ფეხბურთელია ნამდვილად მაგრამ რავიცი რამდენად გვინდა, მე ბეტისს ვგულშემატკივრომ რომ ოთხეულიდან ამოაგდოს ეს სვარჩიკი ლოპეტეგი ან სიმეონე, ხოდა ამით ძაან დასუსტდებიან
    Culé [?]
    #147 1 სექტემბერი 2022 22:04
    0
    ციტატა: basa7
    ციტატა: nikolozi96
    ციტატა: basa7
    ოხ ოცნების დედა ვატირე რეებზე ოცნებობს ხალხი:)))))))))
    1) რატომ გგონიათ რომ პსჟ თავის წამყვან ნახევარმცველს ვერატის გამოუშვებს?
    2) რატომ უნდა გამოუშვას პსჟ -მ როგორც იქნა ფორმაში შესული მესი ?
    3I რა დე ბრუნეი, ზემოთა სამი უფრო შესაძლებელიავიდრე ეგ.
    4)გიუნდაგანს ვინ ჩათვლის ტოპ ტრანსფერად, არა მგონი მაგ ეშლებოდეს ლაპორტას
    5) ერთად ერთი ბერნანდო სილვა შეიძლება და ჰა ჰა ნეიმარი მბაპესთან კონფლიქტის გამო შეიძლება გაწიროს პსჟ ემ, მაგრამ ისეთ ფორმაშია ნაკლებ სავარაუდოა

    და სადმე დავწერე რო ვოცნებობდი? ))) ჩემი ვარაუდები ჩამოვწერე უბრალოდ.რათქმაუნდა ნაკლები შანსია იმისა ვინც ჩამოვწერე მაქსიმუმ ბერნარდო,ზედმეტი ფილოსოფოსობა არ სჭირდებოდა ამას )

    შენ მარტო რა შუაში ხარ , გადახედე კომენტარებს, მარტო შენ კი არ წერ კაცო:)))))))))) თან ეგ ვარაუდები მოდის კაკ რაზ ოცნებისგან:))))) ნუ მიწყენ ყველა ვოცნებობთ მასე:))))

    ნუ იმ კაცმა ისეთი კომენტარი დაწერა 100 მილიონი ტრანსფერიო არაფერი გამორიცხო ))).კაცმა არ იცის ვინ მოდის
    Kingleo10
    სტუმარი [?]
    #146 1 სექტემბერი 2022 22:03
    2
    ფეკირი? სერიოზულად? ინაკი პენიას გარდა ყველა აჯობებს მისსავე პოზიციაზე :DDD
    Culé [?]
    #145 1 სექტემბერი 2022 22:02
    2
    ახლა ფეკირში რო გადაიხადონ 100 დ
    [?]
    #144 1 სექტემბერი 2022 22:01
    1
    იმედია ფექირში არ იხდიან 100 :D
    nika gela9fcb
    სტუმარი [?]
    #143 1 სექტემბერი 2022 22:00
    0
    რა მუშაობა მიდის ეხლა სანტრასფერო ბაზარზე იმენა ჩალიჩი მიდის მაგარიი რაა